წლის წიწმატი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:ჯვაროსნები]] | [[კატეგორია:ჯვაროსნები]] | ||
12:32, 16 ნოემბერი 2018-ის ვერსია
წლის წიწმატი - (Nasturtium officinale R. Br.); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). 10-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ფოთლები ფრთისებურად განკვეთილი. 2-7 წყვილი მოგრძო, მრგვალკბილა ან ამოკვეთილი გვერდითი ნაკვთებითა და მომრგვალო ან კვერცხისებური, კიდეტალღოვანი კენწრული ნაკვთით. ყვავილედი ფარისებურია, კენწრული. გვირგვინი თეთრია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება ტენიან ადგილებზე, ჭაობებში, მდორედ გამდინარე წყლებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.