უსურვაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 +
 
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:ვაზისებრნი]]
 
[[კატეგორია:ვაზისებრნი]]

10:41, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია

უსურვაზი

უსურვაზი – (Vitis sylvestris C.C. Gmel.); ოჯახი: ვაზისებრნი (Vitaceae). 5-6 მ სიმაღლის ხვიარა ბუჩქია. ქერქი მონაცრისფრო-მორუხოა. ყლორტები წვრილღარიანია. ფოთლები მრგვალი, ოვალური, ფართო-კვერცხისებური ან თირკმლისებურია, მთლიანი ან 3-5-ნაკვთიანი. კიდეებზე არათანაბრად დაკბილული. მეტ-ნაკლებად შებუსული• ყვავილედი საგველაა, ყვავილები ერთსქესიანია და ორსახლიანი. ნაყოფი თითქმის შავია, იშვიათად – თეთრი. ყვ. V; ნაყ. IX. მცენარე იზრდება მდინარეთა ხეობებში, გავაკებებზე, ჭალის ტყეში. კახეთში ამ მცენარის ნახვა საკმაოდ რთულია, მისი საარსებო გარემოს დეგრადაციისა და კულტურულ ვაზთან ჰიბრიდიზაციის გამო. სავარაუდოდ, ის გვხვდება მდინარე ალაზნის ჭალის ტყესა და ივრის ჭალებში, ასევე ლაგოდეხის აღკვეთილის ქვედა ზონაში. სპორადულად გავრცელებულია მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები