იელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | კახეთის რეგიონის მცენარეები | + | [[კახეთის რეგიონის მცენარეები]] |
| − | + | ||
[[კატეგორია:მცენარეები]] | [[კატეგორია:მცენარეები]] | ||
[[კატეგორია:მანანისებრნი]] | [[კატეგორია:მანანისებრნი]] | ||
12:25, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია
იელი – (Rhododendron luteum Sweet = Azalea pontica L.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae). ფოთოლმცვენი ბუჩქია, 1-2 მ სიმაღლისა. ღერო სწორია და დატოტვილი, ფოთლები თხელია, მეტ-ნაკლებად შებუსული ზოგჯერ ჯირკვლოვანი ბეწვებითაც. ფოთლები ყვავილობის შემდეგ ვითარდება. ფოთლის ფირფიტა მოგრძო-ოვალური ან მოგრძო-ლანცეტაა, ძირში შევიწროებული, 6-12 სმ სიგრძისა და 3-4.5 სმ სიგანის. ყვავილედი მრავალყვავილიანი მტევანია. ყვავილის მოკლე ყუნწი და ჯამი ძლიერ ჯირკვლოვანია. გვირგვინი ყვითელია,3-4.5 სმ დიამეტრის. გარედან ჯირკვლოვანი. ყვ. ნაყ. IV-VIII კახეთში ფართოდ არის გავრცელებული – მთისწინეთიდან სუბალპურ სარტყლამდე. იზრდება ტყის პირას, ნატყევარ ადგილებში, არის ბუჩქნარების შემადგენლობაში. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გარდა მშრალი, უტყეო რეგიონებისა.