ფარისეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ფარისეველი''' - (ძვ. ებრ. „პერუშინ“ – „ფარისეველი“) - ნიშნავს რჩეულს, განყოფილს და განშორებულს. ფარისეველნი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელნი იყვნენ, რომლებიც ზედმიწევნით ცდილობდნენ დაეცვათ მოსეს რჯული და საერთოდ იუდაიზმი. თავიდან ეს იყო სწორი ნაბიჯი, მაგრამ შემდეგ უკვე წავიდნენ ცრუ გზით. მათ ყურადღება მიაქციეს უფრო რელიგიის გარეგან მხარეს, გააგრძელეს მარხვა, კანონების კითხვა (რომლებსაც ხშირად თვითონაც იგონებდნენ), რადგანაც თვლიდნენ, რომ ეს ხსნის ერთადერთი საშუალება იყო და ღმერთს ამით ასიამოვნებდნენ, ამიტომ თავი ყველაზე ჭეშმარიტ იუდეველებად მიაჩნდათ და ზიზღითა და ამპარტავნებით უყურებდნენ ყველა არაფარისეველს. ისინი დაუპირისპირდნენ სადუკეველებს (იხ. „სადუკეველები“). ფარისეველთა წარმომადგენელი იყო პავლე მოციქულიც, სანამ სავლე იყო და სანამ გაქრისტიანდებოდა.
+
'''ფარისეველი''' - (''Etym''. შესაძლოა, მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან perisajja „დაყოფილნი“, შემდეგ ბერძნულში დამკვიდრდა ფორმა pharisáioi), ძველი ებრაული პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობა, რომელიც მაკაბელთა ხანაში აღმოცენდა ([[ქრისტე|ქრისტეს]] შობამდე II ს.).  
  
ფარისევლები ითვლებოდნენ ხალხის მასწავლებლებად, ბერძნებისა და რომაელებისაგან დამცველებად. ამიტომ ხალხი მათ პატივს სცემდა.
+
თავდაპირველად ყასიდების („ღმრთისმოშიშნი“) მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, მკვეთრად დაუპირისპირდნენ როგორც წარმართულ გავლენას (უმთავრესად, ელინისტური სამყაროს გავლენას), ისე საღმრთისმსახურებო არისტოკრატიის მოძრაობას. იყვნენ [[თორა|თორას]] (დაწერილი კანონი) და „მამათა ტრადიციის“ (ზეპირი კანონი) თავდადებული დამცველები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევდნენ [[ებრაელები|ებრაელობის]] ნებისმიერი გადაგვარებისაგან დასაცავად და იუდეველთა ეროვნული სულის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მათი ნორმატიული სიმკაცრე უმთავრესად სამ საკითხში ვლინდებოდა: საკანონმდებლო სიწმინდეს, მეათედების გადახდასა და შაბათის უქმობას უკავშირდებოდა.  
  
ფარისევლებს ჰქონდათ მცდარი აზრი და შეხედულება მესიაზე. ისინი ხალხს ასწავლიდნენ, რომ მესია მოულოდნელად მოვა, დაამარცხებს კერპთაყვანისმცემლებს, შეკრებს ისრაელიანთა ტომს და ებრაელებს აღუდგენს დავით-სოლომონისეულ დიდებას, რომელთაც ექნებათ ყოველივე ამქვეყნიური სიკეთე და მათ მოემსახურება მსოფლიოს ყველა სხვა ხალხი.
+
[[ასკეტიზმი|ასკეტურ]] წეს-ჩვეულებათა მიმდევრობის გამო ფარისეველნი ხალხის სიმპატიითა და, სადუკევლებთან შედარებით, მეტი გავლენით სარგებლობდნენ. ამ უკანასკნელებთან მათ უფრო სამოძღვრო განსხვავებანი ჰქონდათ, ვიდრე ლიტურგიული. მაგალითად, ფარისევლებს სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და მესიის მოსვლა. [[იესო ქრისტე|იესოს]] დროს ფარისეველნი გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. იესო ხშირად კამათობდა ფარისევლებთან, რადგანაც ისინი, ადამიანთან შედარებით, კანონის განკარგულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, სულთან შედარებით - წესსა და დაწერილ სიტყვას (მათ. 15:1, შმდ.).
  
თავიანთი ცრუ სათნოებისა და მოჩვენებითი სიტყვა „ფარისეველი“ მლიქვნელთა და პირმოთნეთა სინონიმად იქცა. უფალი მათზე ამბობდა, რომ ფარისეველნი პირით სხვას ამბობენ და გულში სხვა აქვთო. ქრისტე შვიდმაგ შეჩვენებას უგზავნიდა მწიგნობრებსა და ფარისევლებს. ერთ-ერთი გადმოცემით, როცა ქრისტე ჯვარს აცვეს, ფარისევლებმა გოლგოთას ძირას ნადიმი გამართეს.
 
  
  
== წყარო ==
 
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
 
  
  
 +
== წყარო ==
 +
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:რელიგიური მოძრაობა]]

12:11, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია

ფარისეველი - (Etym. შესაძლოა, მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან perisajja „დაყოფილნი“, შემდეგ ბერძნულში დამკვიდრდა ფორმა pharisáioi), ძველი ებრაული პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობა, რომელიც მაკაბელთა ხანაში აღმოცენდა (ქრისტეს შობამდე II ს.).

თავდაპირველად ყასიდების („ღმრთისმოშიშნი“) მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, მკვეთრად დაუპირისპირდნენ როგორც წარმართულ გავლენას (უმთავრესად, ელინისტური სამყაროს გავლენას), ისე საღმრთისმსახურებო არისტოკრატიის მოძრაობას. იყვნენ თორას (დაწერილი კანონი) და „მამათა ტრადიციის“ (ზეპირი კანონი) თავდადებული დამცველები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევდნენ ებრაელობის ნებისმიერი გადაგვარებისაგან დასაცავად და იუდეველთა ეროვნული სულის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მათი ნორმატიული სიმკაცრე უმთავრესად სამ საკითხში ვლინდებოდა: საკანონმდებლო სიწმინდეს, მეათედების გადახდასა და შაბათის უქმობას უკავშირდებოდა.

ასკეტურ წეს-ჩვეულებათა მიმდევრობის გამო ფარისეველნი ხალხის სიმპატიითა და, სადუკევლებთან შედარებით, მეტი გავლენით სარგებლობდნენ. ამ უკანასკნელებთან მათ უფრო სამოძღვრო განსხვავებანი ჰქონდათ, ვიდრე ლიტურგიული. მაგალითად, ფარისევლებს სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და მესიის მოსვლა. იესოს დროს ფარისეველნი გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. იესო ხშირად კამათობდა ფარისევლებთან, რადგანაც ისინი, ადამიანთან შედარებით, კანონის განკარგულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, სულთან შედარებით - წესსა და დაწერილ სიტყვას (მათ. 15:1, შმდ.).



წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები