ფარისეველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 12: ხაზი 12:
 
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
 
ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:რელიგიური ტერმინები]]
[[კატეგორია:რელიგიური მოძრაობა]]
 

მიმდინარე ცვლილება 12:11, 20 ნოემბერი 2018 მდგომარეობით

ფარისეველი - (Etym. შესაძლოა, მომდინარეობდეს ებრაული სიტყვიდან perisajja „დაყოფილნი“, შემდეგ ბერძნულში დამკვიდრდა ფორმა pharisáioi), ძველი ებრაული პოლიტიკური და რელიგიური მოძრაობა, რომელიც მაკაბელთა ხანაში აღმოცენდა (ქრისტეს შობამდე II ს.).

თავდაპირველად ყასიდების („ღმრთისმოშიშნი“) მოძრაობასთან იყვნენ დაკავშირებულნი, მკვეთრად დაუპირისპირდნენ როგორც წარმართულ გავლენას (უმთავრესად, ელინისტური სამყაროს გავლენას), ისე საღმრთისმსახურებო არისტოკრატიის მოძრაობას. იყვნენ თორას (დაწერილი კანონი) და „მამათა ტრადიციის“ (ზეპირი კანონი) თავდადებული დამცველები, რომელთაც აუცილებლად მიიჩნევდნენ ებრაელობის ნებისმიერი გადაგვარებისაგან დასაცავად და იუდეველთა ეროვნული სულის მთლიანობის შესანარჩუნებლად. მათი ნორმატიული სიმკაცრე უმთავრესად სამ საკითხში ვლინდებოდა: საკანონმდებლო სიწმინდეს, მეათედების გადახდასა და შაბათის უქმობას უკავშირდებოდა.

ასკეტურ წეს-ჩვეულებათა მიმდევრობის გამო ფარისეველნი ხალხის სიმპატიითა და, სადუკევლებთან შედარებით, მეტი გავლენით სარგებლობდნენ. ამ უკანასკნელებთან მათ უფრო სამოძღვრო განსხვავებანი ჰქონდათ, ვიდრე ლიტურგიული. მაგალითად, ფარისევლებს სწამდათ მკვდრეთით აღდგომა და მესიის მოსვლა. იესოს დროს ფარისეველნი გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. იესო ხშირად კამათობდა ფარისევლებთან, რადგანაც ისინი, ადამიანთან შედარებით, კანონის განკარგულებას ანიჭებდნენ უპირატესობას, სულთან შედარებით - წესსა და დაწერილ სიტყვას (მათ. 15:1, შმდ.).



[რედაქტირება] წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები