გალავანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]] | [[კატეგორია:შენობა-ნაგებობები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:დამცავი ნაგებობები]] |
15:41, 20 ნოემბერი 2018-ის ვერსია
გალავანი – ძვ. ქალაქის, ციხის, არქიტექტურული კომპლექსის ირგვლივ შემოვლებული ქვის ან აგურის კედელი, რომელსაც თავდაცვითი მნიშვნელობა ჰქონდა.
გალავანის სისტემაში ჩართული იყო სხვადასხვა სახის საფორტიფიკაციო ელემენტები: საბრძოლო კოშკები, ქონგურები, სალოდეები, შესასვლელი კარიბჭეები. გალავანში კარიბჭეები, ჩვეულებრივ, იმ ადგილებში ეწყობოდა, სადაც ქალაქში საქარავნო თუ სხვა გზები შედიოდა.
თავდაცვითი ნაგებობა XVIII საუკუნის ქართლ-კახეთში
ჩვეულებრივ, გეგმით კვადრატული ან სწორკუთხა, კედელშემოვლებული ეზო, რომელსაც ჰქონდა ფართო ჭიშკარი და კოშკები. მტრის შემოსევის დროს გალავანს თავს აფარებდა სოფლის ან კუთხის მთელი მოსახლეობა საქონლიანად.