გადასასვლელი (წყლით)
Labashidze (განხილვა | წვლილი) (→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''გადასასვლელი (წყლით)''' - წყლისმიერი დაბრკოლების მონაკვეთი, რომელიც აღჭურვილი და მოწყობილია გადასალახავად. | '''გადასასვლელი (წყლით)''' - წყლისმიერი დაბრკოლების მონაკვეთი, რომელიც აღჭურვილი და მოწყობილია გადასალახავად. | ||
| − | + | გადასასვლელზე [[საინჟინრო ჯარები|საინჟინრო ჯარების]] ძალებით ტექნიკური და [[სამედიცინო უზრუნველყოფა (სამხედრო მედიცინა)|სამედიცინო უზრუნველყოფის]] ძალებთან ერთად ორგანიზება უკეთდება საკომენდანტო, საევაკუაციო და სამაშველო სამსახურებს. | |
განასხვავებენ შემდეგ გადასასვლელებს: | განასხვავებენ შემდეგ გადასასვლელებს: | ||
===== საბორნე გადასასვლელი ===== | ===== საბორნე გადასასვლელი ===== | ||
| − | საბორნე გადასასვლელი, ემსახურება ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გადაყვანას თვითმავალი და ბუქსირებადი გადამყვანი [[ბორანი | + | საბორნე გადასასვლელი, ემსახურება ჯარებისა და [[საბრძოლო ტექნიკა|საბრძოლო ტექნიკის]] გადაყვანას თვითმავალი და ბუქსირებადი გადამყვანი [[ბორანი|ბორნებით]], რომლებიც აწყობილია პონტონის პარკებისგან, ამფიბია-ბორნებისა ან ადგილობრივი მცურავი საშუალებებისაგან. მას იყენებენ მაშინ, როდესაც შეუძლებელია, ხიდის აშენება ან დაგება. |
სპეციალური გემებით - ბორნებით შეიძლება გადაიზიდოს სარკინიგზო შემადგენლობები ან ცალკეული ვაგონები. ასეთ გადასასვლელებს სარკინიგზოსაც უწოდებენ. | სპეციალური გემებით - ბორნებით შეიძლება გადაიზიდოს სარკინიგზო შემადგენლობები ან ცალკეული ვაგონები. ასეთ გადასასვლელებს სარკინიგზოსაც უწოდებენ. | ||
| ხაზი 33: | ხაზი 33: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო გადასასვლელები]] |
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:43, 7 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
გადასასვლელი (წყლით) - წყლისმიერი დაბრკოლების მონაკვეთი, რომელიც აღჭურვილი და მოწყობილია გადასალახავად.
გადასასვლელზე საინჟინრო ჯარების ძალებით ტექნიკური და სამედიცინო უზრუნველყოფის ძალებთან ერთად ორგანიზება უკეთდება საკომენდანტო, საევაკუაციო და სამაშველო სამსახურებს.
განასხვავებენ შემდეგ გადასასვლელებს:
სარჩევი |
[რედაქტირება] საბორნე გადასასვლელი
საბორნე გადასასვლელი, ემსახურება ჯარებისა და საბრძოლო ტექნიკის გადაყვანას თვითმავალი და ბუქსირებადი გადამყვანი ბორნებით, რომლებიც აწყობილია პონტონის პარკებისგან, ამფიბია-ბორნებისა ან ადგილობრივი მცურავი საშუალებებისაგან. მას იყენებენ მაშინ, როდესაც შეუძლებელია, ხიდის აშენება ან დაგება.
სპეციალური გემებით - ბორნებით შეიძლება გადაიზიდოს სარკინიგზო შემადგენლობები ან ცალკეული ვაგონები. ასეთ გადასასვლელებს სარკინიგზოსაც უწოდებენ.
[რედაქტირება] სადესანტო გადასასვლელი
სადესანტო გადასასვლელი, ეწყობა ჯარების მიერ საშტატო მცურავი საშუალებებით: დესანტგადამყვანი მანქანებით, კატარღებით, სადესანტო ნავებითა და ადგილობრივი გადასასვლელი საშუალებებით წყლისმიერი დაბრკოლების გადასალახავად.
[რედაქტირება] სახიდე გადასასვლელი
სახიდე გადასასვლელი განკუთვნილია ჯარების წყლისმიერ დაბრკოლებებზე გადასასვლელად დროებითი და/ან მუდმივი ხიდებით. უზრუნველყოფს ჯარების მიერ წყლისმიერი დაბრკოლების უწყვეტ ან წყვეტილ გადალახვას და აქვს სათანადო გამტარუნარიანობა. ეწყობა სამშენებლო კონსტრუქციების, პონტონის პარკების, ასაწყობი კონსტრუქციების, გასაშლელი კონსტრუქციებისა და ადგილობრივი მასალებისაგან.
[რედაქტირება] ტანკების წყალქვეშა გადასასვლელი
ტანკების წყალქვეშა გადასასვლელი განკუთვნილია ტანკების საკუთარი სვლით გადასასვლელად ღრმა წყლისმიერი დაბრკოლებების ფსკერზე სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით.
[რედაქტირება] ფონით გადასასვლელი
ფონით გადასასვლელი ეწყობა ჯარების გადასასვლელად წყალმცირე დაბრკოლებებზე, მყარგრუნტიან უბნებზე, საჭიროებისას სუსტგრუნტს ამაგრებენ ქვით, ხრეშით, ღორღითა და სხვა მასალებით.
[რედაქტირება] ყინულის გადასასვლელი
ყინულის გადასასვლელი (ქაშანი - თოვლზე გაქელილი გზა), გამოიყენება ჯარების გადასასვლელად. წყლისმიერ დაბრკოლებებზე ბუნებრივი ან ხის კონსტრუქციებით გამაგრებული ყინულით.
[რედაქტირება] ცრუ გადასასვლელი
ცრუ გადასასვლელი განკუთვნილია მოწინააღმდეგის შეცდომაში შესაყვანად მოქმედი გადასასვლელების ადგილმდებარეობის დასამალავად. შეიძლება აიგოს ხიდური, საბორნე, სადესანტო და სხვა გადასასვლელებისის იმიტაცია.