გარმონიკა
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გარმონი“ გადაიტანა გვერდზე „გარმონიკა“) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | [[კატეგორია:მუსიკალური საკრავები]] | ||
| + | [[კატეგორია:ენაკიანი მუსიკალური საკრავები]] | ||
15:30, 10 დეკემბერი 2018-ის ვერსია
გარმონი, გარმონიკა - (რუს. гармонь, гармонишка ხმაშეწყობილი, ჰარმონიული ბერძნ. harmonikos ხმაშეწყობილი, ჰარმონიული) ენაკიანი მუსიკალური საკრავი, რომლის ლითონის ენაკების რხევას იწვევს გაწელვა-შეკუმშვის შედეგად წარმოქმნილი ჰაერის ჭავლი. ხელის პირველი ჰარმონიკა შექმნა გერმანელმა ოსტატმა კ. ფ. ლ. ბუშმანმა 1822. გარმონის უამრავი ნაირსახეობა ძირითადად ორ ტიპად იყოფა. პირველი ტიპის საკრავთა გაწელვა-შეკუმშვის დროს ყოველი ღილაკი სხვადასხვა სიმაღლის ბგერას გამოსცემს. მეორე ტიპის გარმონების გაწელვა-შეკუმშვის დროს ბგერის სიმაღლე არ იცვლება. რესეთში გარმონი ყველაზე მეტად გავრცელებული საკრავია. მისი წარმოება დაიწყო XIX ს. 30-40-იან წლებში (ტულა).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")