Veronica caucasica M. Bieb
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: Veronica caucasica M. Bieb. '''Veronica caucasica M. Bieb.''' – ოჯახი: შა...) |
13:58, 18 დეკემბერი 2018-ის ვერსია
Veronica caucasica M. Bieb. – ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ხუჭუჭბეწვიანი, ჯირკვლოვანი შებუსვით. ღერო სწორია ან წამოწეული. ფოთლები მჯდომარეა, მოგრძო-კვერცხისებური, ერთგან ან ორგან ფრთისებურად დაყოფილი მოგრძო-ლანცეტა ნაკვთებად• კიდეები დაკბილულია• ყვავილედი მცირეყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი თეთრია, იისფერი ზოლებით. ყვ. ნაყ. V-VII. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებში, კლდეთა ნაპრალებში, ნაზვავებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სტორის ხეობაში. საქართველოში გავრცელებულია სვანეთში, შიდა ქართლში, მთიულეთსა და ხევსურეთში. კავკასიის ენდემია.