ცოვინარი
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:სომხური მითები]] | [[კატეგორია:სომხური მითები]] | ||
[[კატეგორია:ამბივალენტური სულები]] | [[კატეგორია:ამბივალენტური სულები]] | ||
| + | [[კატეგორია:ტყუპთა მითები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:18, 18 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ცოვინარ-ი || ცოვჲან-ი (სომხ. Ծովինար – „ზღვისა“) – ჭექა-ქუხილის ამბივალენტური ბუნების სული, ელვის პერსონიფიკაცია სომხურ მითოლოგიაში. მითების თანახმად, წოვინარი, მრისხანე, ცეცხლოვანი ქალია, რომელიც ჭექა-ქუხილის დროს ღრუბლებში ცეცხლისმფრქვეველ რაშზე ზის. იგი ხალხს მაცოცხლებელ წვიმასა და დამანგრეველ სეტყვას უგზავნის.
ეპოსში წოვინარი ტყუპების – სანასარისა და ბაღდასარის – დედაა. თქმულების თანახმად, მზეთუნახავი წოვინარი, სომეხთა მეფის ასული, უცხოელთა დამონებისაგან თავისი ხალხის გადასარჩენად თანახმაა მტრულად განწყობილი ქვეყნის, ბაღდადის ურწმუნო ხალიფას (ვარიანტი: ასირიის მეფის სენექერიმის) ცოლი გახდეს; ამასთან, იგი პირობას აყენებს, რომ ქმარი არ გაეკაროს. ერთხელ, სეირნობის დროს წოვინარმა ორი პეშვი კლდეში ამოხეთქილი ზღვის წყაროს წყალი დალია და დაფეხმძიმდა (ვარიანტი: ჩასახვა ხდება სომეხთა კათოლიკოსის მიერ ნაჩუქარი ხორბლის ორი მარცვლით). წოვინარის ქმარს ახალშობილი სანასარისა და ბაღდასარის მოკვლის რამდენიმე მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ისინი დედამ გადაარჩინა. როცა ვაჟები დაიზარდნენ, ისინი მოძალადეს გაექცნენ (ვარიანტი: იგი ტაძარში მოკლეს) და დედასთან ერთად სომეხთა მიწებზე დასახლდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
Арутюнян С. Б. Цовинар // Мифы народов мира. Т. II. М., 1982.