ართხურონი (ღვეზელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ართხურონ-ი''' ''(ოს. Æртхурон – „მზიური ცეცხლი“)'' ღვთაება [[ართხურ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ოსური რიტუალები]] | [[კატეგორია:ოსური რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]] | [[კატეგორია:საახალწლო რიტუალები]] | ||
| + | [[კატეგორია:სარიტუალო კერძები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:31, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ართხურონ-ი (ოს. Æртхурон – „მზიური ცეცხლი“) ღვთაება ართხურონის სახელობის რიტუალური ღვეზელი, რომელსაც საახალწლოდ ყოველი ოსის ოჯახი აცხობდა და აცხობს დღესაც (ოსური ენის დიგორულ დიალექტით მას როზინგა ჰქვია). ეს არის დიდი ზომის ხაჭაპური, რომლის ზედაპირი დაქსელილია ცენტრიდან კუთხებისკენ მიმავალი სხივისებური ხაზებით (ამ მხრივ იგი მზის დისკოს მოგვაგონებს და ამდენად შესაძლებელია, ართხურონი მზის ემბლემასაც წარმოადგენს). ართხურონი (როზინგა) იმდენ ნაწილად იჭრებოდა, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. უფრო მეტიც, ართხურონში წილი ედო თვით დედის მუცელში მყოფ ჩანასახს; ამიტომ ფეხმძიმე ქალს ღვეზელის ორი ნაჭერი ეკუთვნოდა. ართხურონი მხოლოდ ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და ღვეზელით სტუმრის გამასპინძლება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Берзенов Н. Г. Новый год у осетин Владикавказского округа // Кавказ. 1850. № 2;
- Чибиров Л. А. Народный земледельческий калкндарь осетин. Цхинвали, 1976;
- Уарзиати В. Праздничный мир осетин. Владикавказ, 1995;
- Уарзиати В. С., Чибиров Л. А. Календарная и праздничная обрядность // Осетины. Серия «Народы и Культуры». Ответственные редакторы З. Б. Цаллагова, Л. А. Чибиров. М., 2012.