არფანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''არფან-ი''' ''(ოს. Æрфæн)'' – ნართული ეპოსის ერთ-ერთი პერსონაჟის – [[უ...)
 
(წყარო)
 
ხაზი 14: ხაზი 14:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“,- თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
  
  

მიმდინარე ცვლილება 13:35, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

არფან-ი (ოს. Æрфæн) – ნართული ეპოსის ერთ-ერთი პერსონაჟის – ურუზმაგის ცხენი (ზოგიერთი გადმოცემით, ზეცაში მცხოვრები ადამიანის სახელი). მისი ეპითეტებია „ფრთოსანი (базырджын) და „ფეხცეცხლოვანი“ (æрткъахыг). არფანს არანაკლები ღირსებები აქვს, ვიდრე თვით ნართ გმირებს. საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეპოსში თავიდან ბოლომდე ცხენი პირველხარისხოვან როლს თამაშობს. იგი ადამიანივით მეტყველებს, არის პატრონის ერთგული მეგობარი და მრჩეველი. ნართები შესაძლოა პურისა და ხორცის გარეშე დარჩნენ (ეპოსში ხშირია შიმშილობის პერიოდებზე საუბარი), მაგრამ უცხენოდ არასდროს. ისინი ცხენის გარეშე არ მოიაზრებიან. ამიტომაც არის, რომ ნართული ბალცის – შეიარაღებული ლაშქრობების უპირველეს მიზანს საქონელთან ერთად ცხენების გამორეკვა შეადგენს. ნართების ასეთი ყოფის საფუძველი, როგორც ჩანს, ალანური ცხოვრების წესშია საგულვებელი. აი, რას წერს ამმიან მარცელინი ალანთა შესახებ: „ისინი მწყემსავენ მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელს, მაგრამ მათი ზრუნვის მთავარი საგანი ცხენებია“.

ვ. აბაევს ტერმინ Æрфæн-ის შესაძლებელ ამოსავალ ფორმად მიაჩნია Æрв-фæн, რომელიც, თავის მხრივ მომდინარეობს ირანული ცნებიდან *abra-pana- „ცის დარაჯი“ (საინტერესოა აღინიშნოს, რომ არფანის ზეციურ ბუნებას, სხვა მონაცემებთან ერთად, ხაზს უსვამს ირმის ნახტომის თანავარსკვლავედის ოსური სახელწოდება Æрфæни фæд – „არფანის ნაკვალევი“).

არფანთან ტიპოლოგიურად ახლოს დგას ნართული ეპოსის ადიღეური ვერსიის თხოჟია და აფხაზური ვერსიის – ბზოუ.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 1. – Владикавказ, 2003;
  • Абаев В. И. Историко-этимологический словарь осетинского языка. Т. I. М.-Л., 1959.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები