ბაირიმ ინგირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბაჲრიმ ინგირ-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Байрым ингир)'' – მიცვალებულის [[კულ...) |
(→წყარო) |
||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
− | + | ||
[[კატეგორია:რიტუალები]] | [[კატეგორია:რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | [[კატეგორია:ბალყარულ-ყარაჩული რიტუალები]] | ||
[[კატეგორია:რიტუალები გარდაცვლილთათვის]] | [[კატეგორია:რიტუალები გარდაცვლილთათვის]] |
მიმდინარე ცვლილება 14:43, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით
ბაჲრიმ ინგირ-ი (ბალყ.-ყარაჩ. Байрым ингир) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომლის ფარგლებში ე. წ. „ჩამოჯდომის“ (чёк) რიტუალი წლის განმავლობაში ყოველი თვის პარასკევ საღამოს სრულდებოდა. ბაირიმ ინგირის წინა ღამით ამზადებდნენ ხის ფიტულს, რომელსაც მიცვალებულის ტანსაცმლით შემოსავდნენ, კერიასთან დასვამდნენ, წინ კერძებით გაწყობილ ტაბლას დაუდგამდნენ და ყოფით საქმეებში შემწეობას თხოვდნენ. შემდეგ ყველანი გარეთ გადიოდნენ, რათა მიცვალებულის „ვახშმობისთვის“ ხელი არ შეეშალათ; უკანმობრუნებულები კი საჭმელს შეექცეოდნენ. პარასკევს, ე. ი. ბაირიმ ინგირის დღეს ფუნთუშებს აცხობდნენ და ტკბილეულთან ერთად მეზობლებს ურიგებდნენ.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- Иванюков И., Ковалевский М. У подошвы Эльбруса // Балкария. Страна гор и ущелий. Т. I. Нальчик, 2000;
- Абдуллаева М. А. Трапезы в цикле поминально-погребальных обрядов балкарцев и карачаевцев // III всероссийские миллеровские чтения. Материалы научной конференции 4-5 октября 2012 г. Владикавказ, 2012.