ყართ-ყურთხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ყართ-ყურთხა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Къарт-къуртха)'' – ექიმბაში, რაციონალუ...)
 
(წყარო)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ყართ-ყურთხა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Къарт-къуртха)'' – ექიმბაში, რაციონალური და ირაციონალური მეთოდებით მკურნალი. მას განსაკუთრებით უშვილო ქალები მიმართავდნენ. ასეთ ქალებსა და მათ ქმრებს ირონიულად „შავქურქიანებსაც“ (къаратон), ე. ი. მგლოვიარობაში მყოფებსაც უწოდებდნენ. ოჯახში უნაყოფო ქალის სოციალური სტატუსი ქვეითდებოდა (შემცვლელის მოყვანის შემთხვევაში), უმემკვიდროდ სიკვდილი კი არა მარტო ინდივიდის, ოჯახისა და თემის უბედურებად, არამედ ღვთის სასჯელადაც აღიქმებოდა. ამიტომ ქალებს აუცილებლ სამკურნალო პროცედურებს ყართ-ყურთხები უტარებდნენ. საამისოდ დაკლავდნენ ნასუქ ცხვარს და მის ჯერ კიდევ თბილ ტყავს ქალის სხეულის ქვედა ნაწილს შემოახვევდნენ. შემდეგ კოწახურის ფესვის ნაყენს ასმევდნენ. ზოგჯერ უზმოზე აძლევდნენ შვიდი გზის გასაყარზე მდებარე [[წისქვილი]]ს ღარის წყალს, რომელიც აუცილებლად ახალმთვარის ღამეს რომელიმე პირველშობილ მამაკაცს (тюнгюч) უნდა მოეტანა. გარდა ამისა, ექიმბაშის რჩევით, უშვილო ქალი სხვა „საშუალებასაც“ მიმართავდა: მიდიოდა ახალმოლოგინებული ქალის ოჯახში, აიღებდა მომყოლს, რომელსაც თავისი საგვარეულო სასაფლაოს ღობის გარეთა მხარეს მიწაში ჩაფლავდა. შემდეგ შინმობრუნებული წიწილების გადასმის იმიტაციას ახდენდა, რითაც, თითქოს, მშობიარის თვისებას იძენდა და თან ავსულებსაც ატყუებდა. ყართყურთხები არამარტო უშვილო ქალების მკურნალები იყვნენ. მათი ცოდნა-გამოცდილება ნებისმიერი ავადმყოფობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
+
'''ყართ-ყურთხა''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Къарт-къуртха)'' – [[ექიმბაში]], რაციონალური და ირაციონალური მეთოდებით მკურნალი. მას განსაკუთრებით უშვილო ქალები მიმართავდნენ. ასეთ ქალებსა და მათ ქმრებს ირონიულად „შავქურქიანებსაც“ (къаратон), ე. ი. მგლოვიარობაში მყოფებსაც უწოდებდნენ. ოჯახში უნაყოფო ქალის სოციალური სტატუსი ქვეითდებოდა (შემცვლელის მოყვანის შემთხვევაში), უმემკვიდროდ სიკვდილი კი არა მარტო ინდივიდის, ოჯახისა და თემის უბედურებად, არამედ ღვთის სასჯელადაც აღიქმებოდა. ამიტომ ქალებს აუცილებლ სამკურნალო პროცედურებს ყართ-ყურთხები უტარებდნენ. საამისოდ დაკლავდნენ ნასუქ ცხვარს და მის ჯერ კიდევ თბილ ტყავს ქალის სხეულის ქვედა ნაწილს შემოახვევდნენ. შემდეგ კოწახურის ფესვის ნაყენს ასმევდნენ. ზოგჯერ უზმოზე აძლევდნენ შვიდი გზის გასაყარზე მდებარე [[წისქვილი]]ს ღარის წყალს, რომელიც აუცილებლად ახალმთვარის ღამეს რომელიმე პირველშობილ მამაკაცს (тюнгюч) უნდა მოეტანა. გარდა ამისა, ექიმბაშის რჩევით, უშვილო ქალი სხვა „საშუალებასაც“ მიმართავდა: მიდიოდა ახალმოლოგინებული ქალის ოჯახში, აიღებდა მომყოლს, რომელსაც თავისი საგვარეულო სასაფლაოს ღობის გარეთა მხარეს მიწაში ჩაფლავდა. შემდეგ შინმობრუნებული წიწილების გადასმის იმიტაციას ახდენდა, რითაც, თითქოს, მშობიარის თვისებას იძენდა და თან ავსულებსაც ატყუებდა. ყართყურთხები არამარტო უშვილო ქალების მკურნალები იყვნენ. მათი ცოდნა-გამოცდილება ნებისმიერი ავადმყოფობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
  
  
ხაზი 8: ხაზი 8:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი 2017
+
[[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]]
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:20, 19 დეკემბერი 2018 მდგომარეობით

ყართ-ყურთხა (ბალყ.-ყარაჩ. Къарт-къуртха)ექიმბაში, რაციონალური და ირაციონალური მეთოდებით მკურნალი. მას განსაკუთრებით უშვილო ქალები მიმართავდნენ. ასეთ ქალებსა და მათ ქმრებს ირონიულად „შავქურქიანებსაც“ (къаратон), ე. ი. მგლოვიარობაში მყოფებსაც უწოდებდნენ. ოჯახში უნაყოფო ქალის სოციალური სტატუსი ქვეითდებოდა (შემცვლელის მოყვანის შემთხვევაში), უმემკვიდროდ სიკვდილი კი არა მარტო ინდივიდის, ოჯახისა და თემის უბედურებად, არამედ ღვთის სასჯელადაც აღიქმებოდა. ამიტომ ქალებს აუცილებლ სამკურნალო პროცედურებს ყართ-ყურთხები უტარებდნენ. საამისოდ დაკლავდნენ ნასუქ ცხვარს და მის ჯერ კიდევ თბილ ტყავს ქალის სხეულის ქვედა ნაწილს შემოახვევდნენ. შემდეგ კოწახურის ფესვის ნაყენს ასმევდნენ. ზოგჯერ უზმოზე აძლევდნენ შვიდი გზის გასაყარზე მდებარე წისქვილის ღარის წყალს, რომელიც აუცილებლად ახალმთვარის ღამეს რომელიმე პირველშობილ მამაკაცს (тюнгюч) უნდა მოეტანა. გარდა ამისა, ექიმბაშის რჩევით, უშვილო ქალი სხვა „საშუალებასაც“ მიმართავდა: მიდიოდა ახალმოლოგინებული ქალის ოჯახში, აიღებდა მომყოლს, რომელსაც თავისი საგვარეულო სასაფლაოს ღობის გარეთა მხარეს მიწაში ჩაფლავდა. შემდეგ შინმობრუნებული წიწილების გადასმის იმიტაციას ახდენდა, რითაც, თითქოს, მშობიარის თვისებას იძენდა და თან ავსულებსაც ატყუებდა. ყართყურთხები არამარტო უშვილო ქალების მკურნალები იყვნენ. მათი ცოდნა-გამოცდილება ნებისმიერი ავადმყოფობის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014;
  • Шаманов И. М. Обряды, связанные с рождением и воспитанием ребенка // Карачаевцы. Балкарцы. М.,2014.


[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები