გემუდა
(→წყარო) |
|||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | + | [[კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები]] | |
15:52, 19 დეკემბერი 2018-ის ვერსია
გემუდა (ბალყ.-ყარაჩ. Гемуда) – ნართების საგვარეულო ცხენი ბალყარულ-ყარაჩული ნართული ეპოსის მიხედვით. ეკუთვნოდა დებეთს, რომელმაც იგი თავის ვაჟს – ალაუგანს – უსახსოვრა, ამ უკანასკნელმა – ყარაშავაის. შეუძლია ყურდაშვებული ჯაგლაგიდან გოლიათურ მერნად ქცევა. ყარაშავაივით უკვდავი გემუდა მეტყველი და წინასწარმჭვრეტია (პატრონებს ბრძნულ რჩევებს აძლევს). იკვებება ნაქლიბითა და მადნით. ერთ-ერთ თქმულებაში აღწერილია, როგორც სინკრეტული არსება – ცხენი თევზის კუდით, ლაყუჩებითა და არწივის ფრთებით. არის კოსმიური ძალის მატარებელი (ქმნის ზამთარსა და ზაფხულს). გემუდას ტოტემურ წარსულზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ცენტრალური კავკასიის რელიეფის ნაწილი მისი საქმიანობის შედეგს წარმოადგენს; მკერდით კვალავს ხეობებს, ფლოქვები დარტყმით იალბუზის მწვერვალს ორად აპობს. ეპოსში გემუდას მთელი პოემა ეძღვნება.
გემუდა (ოს. Гемудæ) – ნართული ეპოსის ოსური ვერსიის პერსონაჟის – ნართი სავაის, კანძის ძის – ცხენი, მომცრო ტანის, მაგრამ ისეთი ამტანი და სწრაფი, რომ დოღში ვერცერთი სხვა ბედაური ვერ ასწრებდა, მუდამ იმარჯვებდა.
ლიტერატურა
- Карачаево-балкарский фольклор в дореволюционных записях и публикациях. Нальчик, 1974;
- Нартла. Нальчик, 1995;
- Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007;
- Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.
- Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 2. Владикавказ, 2004.