ბაქრაძე ზაქარია
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაქრაძე ზაქარია“ გადაიტანა გვერდზე „ზაქარია ბაქრაძე“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზაქარია ბაქრაძე“ გადაიტანა გვერდზე „ბაქრაძე ზაქარია“ გადამის...) |
23:24, 15 იანვარი 2019-ის ვერსია
ბაქრაძე ზაქარია (შაქრო) დიმიტრის ძე (22.X.1868 - 1939) - გენერალი. ცნობილი ქართველი ისტორიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ბაქრაძის ვაჟი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება მიიღო თბილისის კადეტთა კორპუსში. შემდეგ დაამთავრა მოსკოვის ქვეით იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი. პოდპორუჩიკად გაიგზავნა მე-10 მსროლელთა პოლკში (1894). პორუჩიკი (1898). ჩინეთში ლაშქრობის მონაწილე 1900-1901 წლებში. შტაბსკაპიტანი (1902). დაამთავრა ოფიცერთა სკოლა წარჩინებით. რუსეთ-იაპონიის ომის მონაწილე. კაპიტანი (1904). პოდპოლკოვნიკი (1912). 1913 მსახურობდა ციმბირის მე-9 მსროლელთა პოლკში. I მსოფლიო ომის მონაწილე. პოლკოვნიკი (1914). რუსეთის არმიის მიერ განხორციელებული ყველაზე წარმატებული ე.წ. ბრუსილოვის იერიშის მონაწილე. ერთ-ერთი პირველი შევიდა ლვოვში. გამოირჩეოდა საოცარი პირადი ვაჟკაცობით. დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლითა და ბაბთით , წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირის მე-3 ხარისხის ხმლით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. გიორგის მე-3 ხარისხის.
1918 წ-დან საქართველოშია. დეკემბერში სომხეთთან ომის დროს მიენიჭა გენერლობა და იყო ოფიცერთა განსაკუთრებული რაზმის ხელმძღვანელი. 1921 წლის თებერვალში თბილისის დაცვის დროს, რადგან არ იმყოფებოდა სამხედრო სამსახურში, მოხალისედ ჩაეწერა. თბილისიდან უკან დახევის შემდეგ დაინიშნა იმ შენაერთების მეთაურად, რომლებსაც მამისონის უღელტეხილიდან შემოჭრილი მოწინააღმდეგე უნდა შეეჩერებინათ.
ოკუპაციის შემდეგ პოლონეთში წავიდა ემიგრაციაში. 1923 წ-დან პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალია. იყო ქალაქ ბიდგოშცეს კომენდანტი. დაიღუპა ავტოკატასტროფაში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
Русская армия в Великой войне http://www. grwar. ru; http://regIment. ru; М. Гогитидзе,Военная элита Кавказа, т. 1, 2007; გ. შარაძე, ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. IV; ა. ჩაჩხიანი, დაშნაკთა ნაციონალისტურ-ექსპანსიონისტური იდეოლოგია და სომხეთ-საქართველოს1918-1919 წლების ომი, 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი