ბლეიკი რობერტ
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბლეიკი რობერტ“ გადაიტანა გვერდზე „რობერტ ბლეიკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „რობერტ ბლეიკი“ გადაიტანა გვერდზე „ბლეიკი რობერტ“ გადამისამარ...) |
16:36, 17 იანვარი 2019-ის ვერსია
ბლეიკი რობერტ (1886, სან-ფრანცისკო - 1950, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი) - ამერიკელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი, პროფესორი. 1911 სწავლა დაიწყო პეტერბურგის უნივერსიტეტში პროფესორ ნიკო მარის ხელმძღვანელობით.
1918 მოწვეულ იქნა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორად. 1918-1921 წლებში უნივერსიტეტში ასწავლიდა ბერძნულ ენასა და ბიზანტიის ისტორიას. 1921 წლის თებერვალში რუსეთის საქართველოზე თავდასხმისას იგი მონაწილეობას იღებდა ტაბახმელასთან ბრძოლაში. 1921 დაბრუნდა ჰარვარდში
1928-1937 წლებში იყო ჰარვარდის ბიბლიოთეკის დირექტორი. ბლეიკმა შეისწავლა პალესტინაში და ათონზე დაცული მრავალი ქართული ხელნაწერი. ამერიკაში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტები თარგმანით. ავტორია მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა ბიბლიოლოგიისა და პატროლოგიის დარგში.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
მ. შანიძე, რობერტ ბლეიკი, ქსე, ტ. II,თბ., 1977; ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926“, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი