გელოვანი კონსტანტინე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კონსტანტინე გელოვანი“ გადაიტანა გვერდზე „[[გელოვანი კონსტანტინ...) |
(→იხილე აგრეთვე) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:გელოვანები]] | ||
23:13, 17 იანვარი 2019-ის ვერსია
გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე - (8.XII.1873 -1932) - გენერალი.
დაამთავრა თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1897). რუსეთ-იაპონიის 1904-1905 წლების ომის მონაწილე. 1913 მონაწილეობდა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში, კოსტრომაში. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა ჩრდილო-დასავლეთის ფრონტზე, სადაც ორჯერ დაიჭრა. პოდპოლკოვნიკი (1915). პოლკოვნიკი (1916). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ვლადიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეირაღებულ ძალებში. გენერალი (1918). 1919 იმყოფებოდა გენერალ მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში და მონაწილეობდა ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებში თურქეთის აგენტებისა და მათ მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი აჯანყების ჩახშობაში
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. I.2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი