გომართელი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 29: ხაზი 29:
 
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:ქართველი პოლიტოსები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 
[[კატეგორია:ალიონელები]]
 
[[კატეგორია:ალიონელები]]

20:40, 18 იანვარი 2019-ის ვერსია

ივანე გედევანის ძე გომართელი – (დ. 1876, სოფელ გორისა, შორაპნის მაზრა.).

ავტობიოგრაფია

ივანე გომართელი

მამაჩემი გედევანი იმერეთის კვალობაზედ საშუალო შეძლების აზნაური იყო. ასე რომ, რევოლუციისა და ჩვენი მინისტრი ბ. ხომერიკის წყალობით ცოტაოდენი მამული კიდეც ჩამომერთმევა.

ჩემი ისტორიკოსები – დედაჩემი და მამიდაჩემი – ჩემი დაბადების დღის შესახებ ერთიმეორეს არ უთანხმებენ. უფრო კი შვიდ მაისს უნდა დავბადებულიყავი.

ჯერ ვსწავლობდი თფილისის სააზნაურო სასწავლებელში, შემდეგ თფილისის მეორე გიმნაზიაში, შემდეგ გავათავე მოსკოვის უნივერსიტეტი 1899 წელს. მას აქეთ ვარ ექიმი.

ვცხოვრობ თფილისში ანასტასიას ქუჩაზე № 21. 1907 მდინ კი ვცხოვრობდი ქუთაისში, სადაც ძველმა მთავრობამ აღარ დამაყენა.

ჩემი რწმენით 1897 წლიდან სოციალ-დემოკრატი ვარ. 1905 წლიდანვე ამხანაგებს ვარკვევდი ეროვნულ საკითხში, მაგრამ დღეს ცხოვრებამ ისევ შეგვარიგა, რადგანაც საქართველო დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკაა.

ჩემი რწმენისათვის ციხეში ბევრჯერ ჩამაჯინა ცხონებულმა ძველმა მთავრობამ: 1907 წელს, 1908-ს; 1910-1911 მთელი წელიწადი ვიჯექი მეტეხის ციხეში.

ერთი ნაკლი მაქვს: წერა მიყვარს, მაგრამ ჩემი ავათმყოფები ყოველ ღონეს ხმარობენ, რომ რაც შეიძლება ცოტა დრო დამიტოვონ წერისათვის.

ივ. გომართელი.

იხილეთ აგრეთვე

საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები