ერისთავი ალექსანდრე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე ერისთავი“ გადაიტანა გვერდზე „ერისთავი ალექსანდრე...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | ||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00007299/ ალექსანდრე ერისთავი] | ||
| + | [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/299/ ალექსანდრე ერისთავი] | ||
01:06, 23 იანვარი 2019-ის ვერსია
ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (5.VII.1873 - 10.II.1955) - გენერალი.
დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი. პოდპორუჩიკი (1893). პორუჩიკი (1899). დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია. შტაბსკაპიტანი (1907). პოლკოვნიკი (1908). ლაიბგვარდიის ცხენოსანი არტილერიის ბატარეის მეთაური. პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. კავალერგრადთა პოლკის უფროსი (1914). გენერალ-მაიორი (1915 - წარჩინებისთვის). იმპერატორის ამალის წევრი. 1-ლი გვარდიული საკავალერიო დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაური (1916). გენერალ-ლეიტენანტი (1917). კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსის უფროსი (1917). დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ვლდიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირი მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით. უცხოური ორდენებით: ესპანეთის იზაბელას ორდენის კომანდორის ჯვარი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918 წლიდან ქართულ ჯარშია. გაგზავნილი იყო დიპლომატიური მისიის წევრად ანკარაში, სადაც დარჩა კიდეც. 1921 საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი