ესაძე სიმონ
(ახალი გვერდი: '''ესაძე სიმონ სპირიდონის ძე''' - (1868 - 1927) - გენერალი. დაამთავრა სი...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ესაძე სიმონ“ გადაიტანა გვერდზე „სიმონ ესაძე“) |
00:14, 24 იანვარი 2019-ის ვერსია
ესაძე სიმონ სპირიდონის ძე - (1868 - 1927) - გენერალი. დაამთავრა სიმბირსკის კადეტთა კორპუსი, შემდეგ - კონსტანტინეს სახელობის მე-2 სამხედრო სასწავლებელი. 1894-1901 წლებში მსახურობდა ქვეითთა 264-ე პოლკში. 1901 წლიდან იყო ჯერ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის სამხედრო-ისტორიული განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ - უფროსი.
1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 1918-1920 წლებში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი, ქართული არმიის არქივისა და მუზეუმის უფროსი. 1921 წლიდან საქართველოს მთავარი საარქივო სამმართველოს სამხედრო ისტორიული სექციის უფროსი, 1923-1927 წლებში - სამხედრო-ისტორიული არქივის უფროსი
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. I. 2007.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი