თვალჭრელიძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თვალჭრელიძე ალექსანდრე''' (1881, ქ. ჩერკესკი - 1957, თბილისი) - გეოლ...)
 
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 25: ხაზი 25:
 
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
 +
[[კატეგორია:თვალჭრელიძეები]]

21:31, 28 იანვარი 2019-ის ვერსია

თვალჭრელიძე ალექსანდრე (1881, ქ. ჩერკესკი - 1957, თბილისი) - გეოლოგი, პროფესორი, საქართველოში მინერალოგიურ-პეტროგრაფიულ კვლევათა ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1941).

დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის საბუნებისმეტყველო განყოფილება (1912). სტაჟირება გაიარა გეტინგენის უნივერსიტეტში (1910). მუშაობდა პეტერბურგში, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის გეოქიმიის ლაბორატორიაში, და დონის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1918 წლის 17 აგვისტოს თბილისის ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადგინა, უნივერსიტეტის პროფესორად მოეწვიათ ალ. თვალჭრელიძე, 1919 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრას. 1920 გამოსცა ნაშრომი „გეომეტრიული კრისტალოგრაფია“.

1928-1948 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინტიტუტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის კათედრას. 1929 წლიდან იყო მინერალური ნედლეულის საკავშირო ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დირექტორი. იკვლევდა მინერალოგიის, პეტროგრაფიისა და სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა გეოლოგიურ საკითხებს. ა. თვალჭრელიძის მიერაა აღმოჩენილი გუმბრისა და ასკანის ბენტონიტური თიხების, მარმარილოსა და ქალცედონის საბადოები. მისი შრომებიდან აღსანიშნავია: „გეომეტრიული კრისტალოგრაფია“ (1920), „კრისტალთა ოპტიკის შესავალი“ (1957), „მაგმური ქანების პეტროგრაფია“ (1952), „ინტრუზიული ქანები“ და ა. შ.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. IV, თბ., 1979;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე თვალჭრელიძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები