თვალჭრელიძე ანტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თვალჭრელიძე ანტონი''' (1854 - 1930, ციხისძირი) - პედაგოგი, მეცნიერ-მკ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თვალჭრელიძე ანტონ“ გადაიტანა გვერდზე „ანტონ თვალჭრელიძე“)

21:38, 28 იანვარი 2019-ის ვერსია

თვალჭრელიძე ანტონი (1854 - 1930, ციხისძირი) - პედაგოგი, მეცნიერ-მკვლევარი, ეთნოგრაფი, გეოგრაფი.

1876 ვერცხლის მედალზე დაამთავრა თბილისში ალექსანდრეს სახელობის სამასწავლებლო ინსტიტუტი. 1880 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას სტავროპოლის მხარეში. მოგვიანებით დაბრუნდა სამშობლოში.

იგი 1918 წლის 13 სექტემბრიდან, ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, დაინიშნა ახლად გახსნილი უნივერსიტეტის პირველ კომენდანტად, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, დაიწყო უნვერსიტეტის ბაღის გაშენება. რამდენიმე წელში იგი საცხოვრებლად გადავიდა ციხისძირში, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ბოტანიკური ბაღის გაშენების საქმეში.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები