წერეთელი გრიგოლ
(ახალი გვერდი: '''წერეთელი გრიგოლ ფილიმონის ძე''' ''(დ. - 1870, პეტერბურგი - გ. - 1938, თბილ...) |
|||
| ხაზი 47: | ხაზი 47: | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართველი | + | [[კატეგორია:ქართველი ელინისტები]] |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
16:45, 31 იანვარი 2019-ის ვერსია
წერეთელი გრიგოლ ფილიმონის ძე (დ. - 1870, პეტერბურგი - გ. - 1938, თბილისი) - ბიზანტიოლოგი, ელინისტი, პაპიროლოგიის ერთ-ერთი ფუძე- მდებელი, ქართული კლასიკური ფილოლოგი- ის სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, რუსე- თის მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1917), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1905), 1893 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტე- ტი, 1893-1897 წწ-ში ასწავლიდა პეტერბურგის არქეოლოგიურ ინსტიტუტში. იყო ბერლინის უნივერსიტეტის (გერმანია) პრივატ-დოცენტი (1897-1902), პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტი (1902-1905), ტარტუს უნივერსიტე- ტის ექსტრაორდინარული პროფესორი და კა- თედრის გამგე (1905-1914). 1920 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე- ტის პროფესორთა საბჭომ გრ. წერეთელი უნი- ვერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათე- დრის პროფესორად მოიწვია. 1920-1937 წწ-ში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის კათედრის გამგე. 1923-1931 წწ-ში ასევე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბ- ლიოთეკას. გრიგოლ წერეთლის შრომები: „შე- მოკლებათა სისტემა ბერძნულ ხელნაწერებში“ (1904), „ბერლინის მუზეუმის ბერძნული პაპი- რუსები“ (1905-1904), „რუსული და ქართული კოლექციების პაპირუსები“ ხუთ ტომად (1925- 1935), „მენანდრეს ახალი კომედიები“ (1914), რუსულ ენაზე დაწერილი სახელმძღვანელო - „ბერძნული ლიტერატურის ისტორია“ 3 ტო- მად, სამეცნიერო სტატიები ალკეოსის, საფოს, ანაკრეონტის შემოქმედებაზე. გ. წერეთელმა თარგმნა: ბერძენი ლირიკოსები (1927), ჰორა- ციუსის ოდები (1936), „მენანდრეს კომედიები“ (1936); რუსულ ენაზე პირველმა თარგმნა ჰე- როდეს „მიმიამბები“ (1929), აპოლონ როდოსე- ლის „არგონავტიკა“
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
- გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი (დაბადებიდან 90 წლისთავთან დაკავშირებით), თბ., 1961;
- ს. ყაუხჩიშვილი, გრიგოლ ფილიმონის ძე წერეთელი, თბ., 1969.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი