ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Versalis sazavo xelSekruleba.jpg|thumb|250პქ|მარცხნიდან მარჯვნივ: დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვიქტორ ემანუელ ორლანდო, ჟორჟ კლემანსო, ვუდრო უილსონი]]
+
[[ფაილი:Versalis sazavo xelSekruleba.jpg|thumb|250პქ|მარცხნიდან მარჯვნივ: დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვიქტორ ემანუელ ორლანდო, [[ჟორჟ კლემანსო]], ვუდრო უილსონი]]
 
'''ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919''' -  ხელშეკრულება, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა [[პირველი მსოფლიო ომი]] (1914–18). ხელი მოაწერეს ვერსალში 28 ივნისს, ერთი მხრივ, გამარჯვებულმა [[სახელმწიფო|სახელმწიფოებმა]]: [[აშშ|აშშ-მა]], [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთმა]], [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]] და სხვა, მეორე მხრივ – [[გერმანია|გერმანიამ]] და მისმა მოკავშირეებმა.  
 
'''ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919''' -  ხელშეკრულება, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა [[პირველი მსოფლიო ომი]] (1914–18). ხელი მოაწერეს ვერსალში 28 ივნისს, ერთი მხრივ, გამარჯვებულმა [[სახელმწიფო|სახელმწიფოებმა]]: [[აშშ|აშშ-მა]], [[დიდი ბრიტანეთი|დიდი ბრიტანეთმა]], [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]] და სხვა, მეორე მხრივ – [[გერმანია|გერმანიამ]] და მისმა მოკავშირეებმა.  
  

13:28, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია

მარცხნიდან მარჯვნივ: დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვიქტორ ემანუელ ორლანდო, ჟორჟ კლემანსო, ვუდრო უილსონი

ვერსალის საზავო ხელშეკრულება 1919 - ხელშეკრულება, რომლითაც ოფიციალურად დასრულდა პირველი მსოფლიო ომი (1914–18). ხელი მოაწერეს ვერსალში 28 ივნისს, ერთი მხრივ, გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა: აშშ-მა, დიდი ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და სხვა, მეორე მხრივ – გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა.

ვერსალის საზავო ხელშეკრულებით გერმანიამ საფრანგეთს გადასცა ელზასი და ლოთარინგია (1870 საზღვრებში); ბელგიას – მალმედისა და ეიპენის ოლქები, პოლონეთს – პოზნანი, პომორიესა და დასავლეთ პრუსიის ტერიტორიების ნაწილი; დანციგი (გდანსკი) გამოცხადდა თავისუფალ ქალაქად; ქ. მემელი (კლაიპედა) გადავიდა გამარჯებული სახელმწიფოების მფლობელობაში (1923 წელს ლიტვას შეუერთდა); შლეზვიგის, აღმოსავლეთ პრუსიის სამხრეთ ნაწილისა და ზემო სილეზიის სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხი პლებისციტს უნდა გადაეწყვიტა; ჩეხოსლოვაკიას გადაეცა სილეზიის მცირე ნაწილი; საარი 15 წლით გადავიდა ერთა ლიგის გამგებლობაში, შემდეგ კი მისი საკითხი პლებისციტს უნდა გადაეწყვიტა. გერმანიამ დაკარგა აგრეთვე კოლონიური სამფლობელოები. იგი აღიარებდა ავსტრიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობას.

გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ I მსოფლიო ომი ს გაჩაღებაში, მას დაეკისრა რეპარაციის გადახდა. გერმანიის შეიარაღებული ძალები იზღუდებოდა 100 ათანი სახმელეთო არმიით, უქმდებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახური.

ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა გერმანული ნაციონალიზმი და ხელი შეუწყო ქვეყანაში ნაციონალსოციალისტური იდეების გამარჯვებას, რაც დაგვირგვინდა სახელმწიფოს სათავეში ჰიტლერის მოსვლით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები