ლაისტი არტურ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არტურ ლაისტი“ გადაიტანა გვერდზე „ლაისტი არტურ“ გადამისამართე...)
(ბიოგრაფია)
ხაზი 6: ხაზი 6:
 
„მოგზაურის დღიური“.
 
„მოგზაურის დღიური“.
  
1918 არტურ ლაისტი [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილის]] რეკომენდაციით მოიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად. უნივე-
+
1918 არტურ ლაისტი [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილის]] რეკომენდაციით მოიწვიეს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის უნივერსიტეტში]] გერმანული ენის ლექტორად. უნივე-
 
რსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 17  იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, თავდაპირველად პროფესორი ლაისტი მხოლოდ უფროს ჯგუფთან ლექციების წაკითხვას დათანხმდა, თუმცა პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, უსახსრობის გამო, შეუძლებელი იყო ერთ საგანში ორი ლექტორის მოწვევა და უმცროს
 
რსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 17  იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, თავდაპირველად პროფესორი ლაისტი მხოლოდ უფროს ჯგუფთან ლექციების წაკითხვას დათანხმდა, თუმცა პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, უსახსრობის გამო, შეუძლებელი იყო ერთ საგანში ორი ლექტორის მოწვევა და უმცროს
 
ჯგუფთანაც ლექციების წაკითხვა მას უნდა ეკისრა თავზე.
 
ჯგუფთანაც ლექციების წაკითხვა მას უნდა ეკისრა თავზე.

17:13, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია

ლაისტი არტურ - (1852, ბრესლაუ - 1927, ქ. თბილისი) - გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, ქართველოლოგი.

ბიოგრაფია

დაამთავრა ბრესლაუს უნივერსიტეტი. 1881 გაიცნო ფ. ბოდენშტედტი და დაინტერესდა აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიით, კერძოდ, საქართველოთი. შეისწავლა ქართული ენა. დაუკავშირდა ნ. ნიკოლაძეს, დ. ერისთავს, ა. წერეთელს, ი. მეუნარგიას, ი. ჭავჭავაძეს და სხვებს. 1884 ილია ჭავჭავაძემ მოიწვია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებულმა, საქართველოს შესახებ გამოსცა წიგნი „საქართველოს ბუნება, ადათ-წესები და მოსახლეობა“, რომელიც პოლონურადაც ითარგმნა. ერთი წლის შემდეგ კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და, ი. ჭავჭავაძისა და ი. მაჩაბლის დახმარებით, დაიწყო „ვეფხისტყაოსნის“ თარგმნა, რომელიც 1890 დრეზდენსა და ლაიფციგში გამოქვეყნდა. 1887 გამოსცა ქართული პოეზიის ანთოლოგია გერმანულ ენაზე. 1892 საცხოვრებლად გადმოდის საქართველოში. 1904 გამოიცა მისი ნაშრომი „ქართველი ხალხი“, რომელიც მრავალ ევროპულ ენაზე ითარგმნა. ა. ლაისტს ეკუთვნის მოთხრობები: „ქეთევანი“, „ვარო“, „ვარიპანიძიაანთ ნინო“; ავტობიოგრაფიული მოთხრობა „რუდოლფ ბოლტის სამოგზაურო ცხოვრება“, „მოგზაურის დღიური“.

1918 არტურ ლაისტი ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით მოიწვიეს თბილისის უნივერსიტეტში გერმანული ენის ლექტორად. უნივე- რსიტეტის პროფესორთა საბჭოს 1918 წლის 17 იანვრის სხდომის ოქმის თანახმად, თავდაპირველად პროფესორი ლაისტი მხოლოდ უფროს ჯგუფთან ლექციების წაკითხვას დათანხმდა, თუმცა პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, უსახსრობის გამო, შეუძლებელი იყო ერთ საგანში ორი ლექტორის მოწვევა და უმცროს ჯგუფთანაც ლექციების წაკითხვა მას უნდა ეკისრა თავზე.

1922 საქართველოში აღნიშნა ა. ლაისტის მოღვაწეობის 40 წლის იუბილე.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

  • კ. გამსახურდია, „რჩეული თხზულებანი:, ტ. VI, თბ., 1963;
  • შ. რევიშვილი, არტურ ლაისტი და ქართული ლიტერატურა, „ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, თბ., 1967, №1;
  • ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, „ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები, 1917-1926“, თბ., 2006.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები