არტისტული საზოგადოების თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 13: ხაზი 13:
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
 
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
[კატეგორია:რუსთაველის თეატრი]]
+
[[კატეგორია:რუსთაველის თეატრი]]
 
[[კატეგორია: თბილისის არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია: თბილისის არქიტექტურა]]
 
[[კატეგორია:თეატრები თბილისში‏]]
 
[[კატეგორია:თეატრები თბილისში‏]]
 
[[კატეგორია:თეატრები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]
 
[[კატეგორია:თეატრები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში]]

20:46, 4 თებერვალი 2019-ის ვერსია

არტისტული საზოგადოების თეატრი - (დღევანდელი შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი) - აიგო 1898-1901 წლებში. მისი მშენებლობა ამავე სახელწოდების საზოგადოების დაარსებას (1987) და მის შემდგომ საქმიანობას უკავშირდება. თავდაპირველად თეატრს ქართული დრამატული საზოგადოება მართავდა, ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის ხელმძღვანელობით. შენობა, ა. შიმკევიჩისა და კ. ტატიშჩევის პროექტის მიხედვით, ისაი იაგორის ძე ფითოევის ოჯახის ფინანსური შემწეობით აიგო. სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად იტალიელი და ბერძენი ოსტატები მოიწვიეს.

თეატრი 810 მაყურებლისთვის იყო გათვლილი და იმ დროისათვის უახლესი მბრუნავი სცენაც გააჩნდა. თეატრში ერთდროულად ქართული, რუსული, აზერბაიჯანული და სომხური დასები მუშაობდნენ, უმეტესად, რუსული თეატრი „ტარტოს“ სპექტაკლები იმართებოდა. შენობის სარდაფი რესტორან „ანონას“ ეჭირა, რომელიც 1919 ქართველ მწერალთა კავშირმა ქალაქის ხელისუფლებისგან შეიძინა და დეკემბერში „ცისფერყანწელთა“ კაფე-რესტორანი „ქიმერიონი“ გაიხსნა. 1919 სივრცე მოხატეს ს. სუდეიკინმა, ლ. გუდიაშვილმა და დ. კაკაბაძემ. 1920 კი - მ. და ი. თოიძეებმა.

1917-1918 წლებში, ფაქტობრივად, სეზონი არ შემდგარა. 1918 თბილისში გ. ჯაბადარი აარსებს თეატრალურ სტუდიას, რომლის რეორგანიზებაც 1922 ა. ფაღავამ განახორციელა. 1921 მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელი. 1949 თეატრის შენობა ხანძარმა გაანადგურა. ფოტოების მიხედვით, ერთ წელიწადში აღადგინეს. 1982-1987 წლებში შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარეს. არქიტექტორი ო. ნახუცრიშვილი. 2002-2005, ბიძინა ივანიშვილის დახმარებით, თეატრის საბოლოო რესტავრაცია დასრულდა.

სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

ი. დოლიძე, სათეატრო არქიტექტურა საქართველოში, 2005.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები