ჯარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ჯარა '''ჯარა''' // ''ჯარანი (თუშ.) // ჭახრაკი (სამცხ....) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | [[კატეგორია:საფეიქრო | + | საფეიქრო ხელსაწყოები |
| + | [[კატეგორია:საფეიქრო ხელსაწყოები]] | ||
12:49, 17 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
ჯარა // ჯარანი (თუშ.) // ჭახრაკი (სამცხ.ჯავახ.) - მატყლის ბამბის დასართავ-დასაძახი. ჯარის მთავარ ნაწილს შეადგენდა ფრთიანი ბორბალი // მორგვი, მასზე წამოდებული იყო ლამბი. ძაფის სართავ-საძახი თითისტარი - ჯარა-ტარი ბორბლის წინ გარდიგარდმო დოლებში იყო ჩასმული. თუშეთში ჯარას სამი ტიპი იყო თბეებიანი, ბორბლიან-ფერსოიანი და მირგვალი // მრგვალი. ხელით სატრიალებელ ჯარას გარდა არსებობდა წყლით სატრიალებელი ჯარაც. ჯარა სართავ-საძახად ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოს ბარისა და მთის მოსახლეობაში (ქიზიყი, ქართლ-კახეთი, ხევსურეთი, მთიულეთ-გუდამაყარი, მესხეთი, საინგილო, იმერეთი).
ლიტერატურა
მსშხი (ქსოვა, ღებვა, ქარგვა), ტ. II, ნაწ. II, 1982. ლ.მ.
წყარო
ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი საფეიქრო ხელსაწყოები
