შარაბიძე ნიკოლოზ
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „შარაბიძე ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „ნიკოლოზ შარაბიძე“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ნიკოლოზ შარაბიძე“ გადაიტანა გვერდზე „შარაბიძე ნიკოლოზ“ გადამი...) |
16:36, 15 თებერვალი 2019-ის ვერსია
შარაბიძე ნიკოლოზ (1878 - ?) - ცნობილი პედაგოგი, კომპოზიტორი.
დაამთავრა თბილისის მუსიკალური სასწავლებელი (1900); პეტერბურგის სამეფო კართან არსებული სასიმღერო კაპელის რეგენტის კლასი (1902). მრავალი წლის განმავლობაში ასწავლიდა საგუნდო სიმღერას და თეორიულ საგნებს თბილისის სასულიერო სემინარიაში, ქუთაისის ვაჟთა II გიმნაზიაში, სხვადასხვა სკოლასა და მუსიკალურ სასწავლებლებში; 1923–1954 წლებში ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში; დაწერილი აქვს: საგუნდო ნაწარმოებები, საბავშვო სიმღერები, რომანსები, დამუშავებული აქვს ქართული ხალხური სიმღერები. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლებში ის აქტიურ პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ქუთაისსა და თბილისში.
- დოდო ჭუმბურიძე
ლიტერატურა
Композиторы Грузии, изд. 2, Тб., 1973.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი