სირბილაძე ერმალოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ემილ სირბილაძე“ გადაიტანა გვერდზე „სირბილაძე ერმალოზ“ გადამი...)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სირბილაძე ერმალოზ“ გადაიტანა გვერდზე „სირბილაძე ემილ“)

17:36, 22 თებერვალი 2019-ის ვერსია

სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე - (მეტსახელი:ემილ) (1875, თელავი - 26.XII.1937) - პედაგოგი, პოლიტიკოსი.

თავდაპირველად სასწავლებლად თელავის სკოლაში შევიდა, შემდეგ კი სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1900 მოღვაწეობას იწყებს პედაგოგად, დუშეთის მაზრაში. რევოლუციური პროპაგანდისათვის 1908 დააკავეს და ციხეში ჩასვეს ერთი წლით. ერთი წლის შემდეგ კი გადასახლებულ იქნა ციმბირში. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ აირჩიეს მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრად ქალაქ ნოვო-ნიკოლაევსკში. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1919 წ-დან ხდება საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი, ცოტა მოგვიანებით კი თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.

1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ცოტა ხნით იმყოფებოდა ემიგრაციაში, თუმცა მალევე დაბრუნდა საქართველოში. 1937 შეეწირა საბჭოთა რეპრესიებს.

მანუჩარ გუნცაძე

ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ემილ სირბილაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები