სულაქველიძე აპოლონ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე''' (1871, სოფ. სვირი - 1936) - ქართვე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სულაქველიძე აპოლონ“ გადაიტანა გვერდზე „აპოლონ სულაქველიძე“) |
16:39, 25 თებერვალი 2019-ის ვერსია
სულაქველიძე აპოლონ ალმასხანის ძე (1871, სოფ. სვირი - 1936) - ქართველი პოლიტიკოსი.
განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. 1905 გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის წევრი. 1906 წლის გენერალ ალიხანოვის სადამსჯელო ღონისძიებების შემდეგ სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. 1919 საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით არჩეულ იქნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. 1921 დატოვა პარტია და მონაწილეობდა ფრაქცია „სხივის“ შექმნაში. ოკუპაციის შემდეგ ცხოვრება მშობლიურ სოფელში გააგრძელა. გარდაიცვალა 1936, საბჭოთა რეპრესიებამდე ერთი წლით ადრე.
- მანუჩარ გუნცაძე
ლიტერატურა
ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, თბ., 2016.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი