ტოროტაძე ერასტი
(ახალი გვერდი: '''ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე''' (1886, ქუთაისის მაზრ. - ?) - სოციალი...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 21: | ხაზი 21: | ||
[[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | [[კატეგორია:სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
| − | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელისაზოგადოების | + | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელისაზოგადოების წევრები]] |
16:23, 27 თებერვალი 2019-ის ვერსია
ტოროტაძე ერასტი ილარიონის ძე (1886, ქუთაისის მაზრ. - ?) - სოციალისტ-ფედერალისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი.
ელემენტარული განათლება ოჯახში მიიღო. წლების განმავლობაში მუშაობდა ასოთამწყობად სხვადასხვა ქართულ სტამბაში. ადრეული ასაკიდან შეუერთდა სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას. ერასტი ტოროტაძეს ფსევდონიმით, მუშათა პრობლემების შესახებ წერილებს აქვეყნებდა პარტიულ პრესაში. 1907 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელისაზოგადოების ნამდვილი წევრი.
1918 საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიამ დაასახელა საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. იყო ეროვნული საბჭოს მუშათა საკითხების კომისიის წევრი. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურ საქმიანობას ეწეოდა პროფკავშირების ცენტრალურ საბჭოში. აქვეყნებდა სტატიებს გაზეთ „სახალხო საქმეში“ .
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
- გაზ. „ერთობა“, 1920, №173.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი