ფიგუროვსკი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ფიგუროვსკი ივანე ვლადიმირის ძე''' - (1865-1940)- კლიმატოლოგი, ფიზიკა...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფიგუროვსკი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე ფიგუროვსკი“)

12:13, 1 მარტი 2019-ის ვერსია

ფიგუროვსკი ივანე ვლადიმირის ძე - (1865-1940)- კლიმატოლოგი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1921).

1893 დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი. 1895-1907 და 1912-1921 წლებში მუშაობდა თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში. მისი შრომები ძირითადად ეხება კავკასიის კლიმატოლოგიის საკითხებს. პირველმა შეიმუშავა კავკასიის ჰავის დეტალური კლასიფიკაცია და მოგვცა მისი კლიმატური დარაიონება (1903-1905). 1919-1921 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

მანანა ლილუაშვილი

ლიტერატურა

ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები