ფიგუროვსკი ივანე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ფიგუროვსკი ივანე“ გადაიტანა გვერდზე „ივანე ფიგუროვსკი“) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ივანე ფიგუროვსკი“ გადაიტანა გვერდზე „ფიგუროვსკი ივანე“ გადამ...) |
12:13, 1 მარტი 2019-ის ვერსია
ფიგუროვსკი ივანე ვლადიმირის ძე - (1865-1940)- კლიმატოლოგი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1921).
1893 დაამთავრა ვარშავის უნივერსიტეტი. 1895-1907 და 1912-1921 წლებში მუშაობდა თბილისის ფიზიკურ ობსერვატორიაში. მისი შრომები ძირითადად ეხება კავკასიის კლიმატოლოგიის საკითხებს. პირველმა შეიმუშავა კავკასიის ჰავის დეტალური კლასიფიკაცია და მოგვცა მისი კლიმატური დარაიონება (1903-1905). 1919-1921 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.
- მანანა ლილუაშვილი
ლიტერატურა
ზ. გაიპარაშვილი, მ. ლილუაშვილი, ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები 1917-1926, თბ., 2006.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი