დოლიძე სოლომონ
| ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. | სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება. | ||
| − | ::::::::::::::::::::::::::::::::::::::: | + | |
| + | :::::::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ირაკლი ირემაძე''''' | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
02:56, 14 მარტი 2019-ის ვერსია
დოლიძე სოლომონ იესეს ძე - (1968, ოზურგეთი- ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. მიიღო საშუალო განათლება. მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაში მემანქანედ. იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის მენშევიკური ჯგუფის წევრი.
1918 სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. გაწევრიანებული იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. იყო პარლამენტის ჯანმრთელობის კომისიის წევრი. 1919 წლის თებერვალში დამფუძნებელი კრების არჩევნებზე კენჭს იყრიდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის საარჩევნო სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. საკანდიდატო სიაში 127-ე ნომერი იყო. დამოუკიდებლობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ფრონტის დამხმარე კომიტეტის საქმიანობაში.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127;
- გაზ. „ერთობა“, 1920, №147.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი