ქალამანი
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
'''ქალამანი''' - ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა ტყავისაგან. | '''ქალამანი''' - ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა ტყავისაგან. | ||
| − | ქალამნის მასალის სიუხვე განსაზღვრავდა მისი გამოყენების უაღრესად ფართო ხასიათს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში. საქალამნე | + | ქალამნის მასალის სიუხვე განსაზღვრავდა მისი გამოყენების უაღრესად ფართო ხასიათს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში. საქალამნე ტყავი მზადდებოდა რქოსანი პირუტყვის, ასევე ცხენის, სახედრისა და ღორის ტყავისაგან. |
| + | |||
| + | ხევსური დედაკაცის ქალამანი ძროხის ტყავისგან მზადდებოდა. ტყავს ხიმუნში ზელავდნენ, შოლტებად ჭრიდნენ და თარგის მიხედვით კერავდნენ. ხევსურეთში ქალამნის კერვას „ქალბნის ამოსხმა“ეწოდებოდა. | ||
ქალამანი კარგი რომ გამოსულიყო, ბეწვგაცლილ ტყავს 5-6 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ, შემდეგ ასუფთავებდნენ, აშრობდნენ და ბლაგვპირიანი ლითონით არბილებდნენ. ამავე მიზნით ზოგან ტყავს ერთი დღე დებდნენ მიწაში. ქალამანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ამოსხმით და მასალის ვარგისიანობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. ესენია: „თალათნური“, „კვანძური“, „იაფური“, „ჭალური“, „ბაზრული“, „გლეხური“, „ლეკური“, „კოხუჯი“ და სხვ. საქალამნე ტყავებიდან ყველაზე კარგი იყო ხარის ტყავი; კამეჩის ტყავი ადრე ხმებოდა და ამიტომაც უხეში სახმარი იყო. ძველად ქალამნის მასობრივად ჩამცმელი და დამამზადებელ-ამომსხმელი სოფლის გლეხობა იყო. ზამთარში სითბოსათვის ქალამანში წმინდა თივას - თომს აფენდნენ. | ქალამანი კარგი რომ გამოსულიყო, ბეწვგაცლილ ტყავს 5-6 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ, შემდეგ ასუფთავებდნენ, აშრობდნენ და ბლაგვპირიანი ლითონით არბილებდნენ. ამავე მიზნით ზოგან ტყავს ერთი დღე დებდნენ მიწაში. ქალამანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ამოსხმით და მასალის ვარგისიანობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. ესენია: „თალათნური“, „კვანძური“, „იაფური“, „ჭალური“, „ბაზრული“, „გლეხური“, „ლეკური“, „კოხუჯი“ და სხვ. საქალამნე ტყავებიდან ყველაზე კარგი იყო ხარის ტყავი; კამეჩის ტყავი ადრე ხმებოდა და ამიტომაც უხეში სახმარი იყო. ძველად ქალამნის მასობრივად ჩამცმელი და დამამზადებელ-ამომსხმელი სოფლის გლეხობა იყო. ზამთარში სითბოსათვის ქალამანში წმინდა თივას - თომს აფენდნენ. | ||
| ხაზი 10: | ხაზი 12: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | + | * ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი | |
| − | + | * ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974. ც.ბ. | |
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
[[კატეგორია:ქართული სამოსი]] | [[კატეგორია:ქართული სამოსი]] | ||
17:19, 25 ოქტომბერი 2016-ის ვერსია
ქალამანი - ფეხსაცმლის ერთ-ერთი გავრცელებული სახე, რომელიც იკერებოდა ან ისხმებოდა ტყავისაგან.
ქალამნის მასალის სიუხვე განსაზღვრავდა მისი გამოყენების უაღრესად ფართო ხასიათს, განსაკუთრებით მოსახლეობის ღარიბ ფენაში. საქალამნე ტყავი მზადდებოდა რქოსანი პირუტყვის, ასევე ცხენის, სახედრისა და ღორის ტყავისაგან.
ხევსური დედაკაცის ქალამანი ძროხის ტყავისგან მზადდებოდა. ტყავს ხიმუნში ზელავდნენ, შოლტებად ჭრიდნენ და თარგის მიხედვით კერავდნენ. ხევსურეთში ქალამნის კერვას „ქალბნის ამოსხმა“ეწოდებოდა.
ქალამანი კარგი რომ გამოსულიყო, ბეწვგაცლილ ტყავს 5-6 დღე მარილწყალში ამყოფებდნენ, შემდეგ ასუფთავებდნენ, აშრობდნენ და ბლაგვპირიანი ლითონით არბილებდნენ. ამავე მიზნით ზოგან ტყავს ერთი დღე დებდნენ მიწაში. ქალამანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად იწოდებოდა, ამოსხმით და მასალის ვარგისიანობის მიხედვითაც განსხვავებული იყო. ესენია: „თალათნური“, „კვანძური“, „იაფური“, „ჭალური“, „ბაზრული“, „გლეხური“, „ლეკური“, „კოხუჯი“ და სხვ. საქალამნე ტყავებიდან ყველაზე კარგი იყო ხარის ტყავი; კამეჩის ტყავი ადრე ხმებოდა და ამიტომაც უხეში სახმარი იყო. ძველად ქალამნის მასობრივად ჩამცმელი და დამამზადებელ-ამომსხმელი სოფლის გლეხობა იყო. ზამთარში სითბოსათვის ქალამანში წმინდა თივას - თომს აფენდნენ.
- ნ.ჯ.
წყარო
- ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
- ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974. ც.ბ.