ერისთავი ალექსანდრე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 35: | ხაზი 35: | ||
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | [[კატეგორია:ქართველი გენერლები]] | ||
| + | [[კატეგორია:ერისთავები]] | ||
12:41, 19 მარტი 2019-ის ვერსია
ერისთავი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (5.VII.1873 - 10.II.1955) - გენერალი.
სარჩევი |
განვლილი ცხოვრების მთვარი ეტაპები
- დაამთავრა ჯერ თბილისის კადეტთა კორპუსი, შემდეგ მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი.
- პოდპორუჩიკი (1893).
- პორუჩიკი (1899).
- დაამთავრა მიხეილის საარტილერიო აკადემია.
- შტაბსკაპიტანი (1907).
- პოლკოვნიკი (1908).
- ლაიბგვარდიის ცხენოსანი არტილერიის ბატარეის მეთაური.
- პირველი მსოფლიო ომის მონაწილე.
- კავალერგრადთა პოლკის უფროსი (1914).
- გენერალ-მაიორი (1915 - წარჩინებისთვის).
- იმპერატორის ამალის წევრი.
- 1-ლი გვარდიული საკავალერიო დივიზიის 1-ლი ბრიგადის მეთაური (1916).
- გენერალ-ლეიტენანტი (1917).
- კავკასიის მე-3 საარმიო კორპუსის უფროსი (1917).
დაჯილდოებული იყო ორდენებით: წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-4 ხარისხის, წმ. ანას მე-3 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ანას მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ხმლებით, წმ. ანას 1-ლი ხარისხის ხმლებით, წმ. გიორგის მე-4 ხარისხის, წმ. ვლდიმირის მე-4 ხარისხის ხმლებითა და ბაბთით, წმ. ვლადიმირი მე-3 ხარისხის ხმლებით, წმ. სტანისლავის 1-ლი ხარისხის ხმლებით. უცხოური ორდენებით: ესპანეთის იზაბელას ორდენის კომანდორის ჯვარი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის. დაჯილდოებული იყო იარაღით.
1918 წლიდან ქართულ ჯარშია. გაგზავნილი იყო დიპლომატიური მისიის წევრად ანკარაში, სადაც დარჩა კიდეც. 1921 საცხოვრებლად გადავიდა საფრანგეთში.
- მიხეილ ბახტაძე
ლიტერატურა
- Русская армия в Великой войне http://www.grwar. ru/;
- М. Гогитидзе, Военная элита Кавказа, т. 1, 2007.
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი