იაშვილი ლუარსაბ
(→იხილე აგრეთვე) |
|||
| ხაზი 18: | ხაზი 18: | ||
[[კატეგორია:ალტისტები]] | [[კატეგორია:ალტისტები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი ალტისტები]] | [[კატეგორია:ქართველი ალტისტები]] | ||
| − | [[კატეგორია: საქართველოს სახალხო | + | [[კატეგორია: საქართველოს სსრ სახალხო არტისტები ]] |
[[კატეგორია:იაშვილები]] | [[კატეგორია:იაშვილები]] | ||
16:26, 25 მარტი 2019-ის ვერსია
იაშვილი ლუარსაბ სეითის ძე - (31. III. 1907, თბილისი, – 29. X. 1993, იქვე), ქართველი მევიოლინე და ალტისტი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი (1983). თბილისის კონსერვატორიის პროფესორი (1947-იდან).
1931 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ვ. ვილშუას სავიოლინო კლასი), 1932-35 სწავლობდა ლენინგრადის კონსერვატორიის ასპირანტურაში (ალტის კლასი, ხელმძღვანელი პროფ. ა. სოსინი). 1925-28 უკრავდა „ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსთა საზოგადოების“ ორკესტრში, 1928-45 იყო საქართველოს პირველი სიმებიანი კვარტეტის შემადგენლობაში (ალტი). როგორც სოლისტი და კონცერტმაისტერი სისტემატურად გამოდიოდა საქართველოს სახელმწიფო და რადიოს ორკესტრებში. 1935-იდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას კონსერვატორიაში და ცენტრალურ სამუსიკო ათწლედში. 1935 კონსერვატორიაში დააარსა სპეციალური ალტის კლასი. მისი მოწაფეები იყვნენ: ი. ლეუსი, ჰ. შავერდიანი, გ. მელიქიშვილი, თავისი ქალიშვილები – მარინე, ირინე და ნანა იაშვილები, ალტისტი ა. ბეგალიშვილი, კომპოზიტორები: რ. ლაღიძე, ი. გეჯაძე, შ. შილაკაძე და სხვ. 1967–74 იაშვილი მოღვაწეობდა ეგვიპტეში, ქ. კაიროს კონსერვატორიაში პედაგოგად. (გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")
