მარუაშვილი იოსებ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| − | [http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00004673/ იოსებ მალაქიას ძე მარუაშვილი] | + | * [http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00004673/ იოსებ მალაქიას ძე მარუაშვილი] |
| + | * [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/14125/ იოსებ მარუაშვილი] | ||
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:34, 8 აპრილი 2019 მდგომარეობით
მარუაშვილი იოსებ მალაქიას ძე - (1876, ქუთაისი - ?) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. პროფესიით მიწის მზომელი.
1918 დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით შევიდა განახლებულ ეროვნულ საბჭოში. იყო ეროვნული საბჭოს სარწმუნოებათა კომისიის მდივანი. 1918 წლის 10 სექტემბერს ეროვნული საბჭო დატოვა. დამოუკიდებლობის პერიოდში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ მოიძებნა.
- ირაკლი ირემაძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109, 119, 127.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი