ნიკოლაძე ნიკო
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
====ბიოგრაფია==== | ====ბიოგრაფია==== | ||
| − | დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და კრონშტადტის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან განთავისუფლებული უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და [[საქართველო|საქართველოში]] გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის | + | დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 წელს სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და კრონშტადტის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან განთავისუფლებული უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და [[საქართველო|საქართველოში]] გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ [[ბრძოლა|ბრძოლაში]]. |
| − | გამართულ იდეურ-პოლიტიკურ [[ბრძოლა|ბრძოლაში]]. | + | |
| − | 1864 [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. პირველი წერილი ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფემ გაზეთ „ცისკარში“ გამოაქვეყნა, პეტერბურგში ნ. ნეკრასოვისა და ნ. ჩერნიშევსკის ჟურნალ „Современник“-თან, ხოლო [[ევროპა|ევროპაში]] ა. გერცენისა და ნ. ოგარიოვის გაზეთ | + | 1864 [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 წელს ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. პირველი წერილი ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფემ გაზეთ „ცისკარში“ გამოაქვეყნა, პეტერბურგში ნ. ნეკრასოვისა და ნ. ჩერნიშევსკის ჟურნალ „Современник“-თან, ხოლო [[ევროპა|ევროპაში]] ა. გერცენისა და ნ. ოგარიოვის გაზეთ „[[Колоколь (გაზეთი)|Колокол]]“-თან თანამშრომლობდა. 1868 რუს ემიგრანტ ლ. მეჩნიკოვთან ერთად ციურიხში სათავეში ედგა ჟურნალ „Современность“-ს. ამავე წელს მან და მ. ელპიდინმა გამოსცეს ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა პირველი ტომი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გადასახლებიდან ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. ლონდონში ყოფნისას პ. ლაფარგის მეშვეობით შეხვდა და გაეცნო კ. მარქსს, რომელსაც მისთვის [[კავკასია|კავკასიაში]] I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შეუთავაზებია. ნიკო ნიკოლაძემ ეს წინადადება არ მიიღო. |
| − | 1871 მან და [[წერეთელი გრიგოლ|გ. წერეთელმა]] თბილისში ჟურნალი „კრებული“ დააფუძნეს. 1873 თანამოაზრეებთან ერთად პარიზში პირველი ქართული ჰექტოგრაფიული გაზეთი „დროშა“ გამოსცა. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა, მხარში ამოუდგა „დროების“ ჯგუფს და განაგრძო დაწყებული ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1878 წლიდან რედაქტორობდა მის მიერვე თბილისში დაარსებულ რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „Обзор“-ს, რომელიც 1880 მთავრობამ დაუხურა, ხოლო თვითონ სტავროპოლში გადასახლებით დასაჯეს. 1887-1891 წლებში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Новое обозрение“-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“. 1894-1912 წლებში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. მომდევნო რამდენიმე წელი პეტროგრადში მოუწია ცხოვრება, სადაც შეესწრო 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუცი]]ას. | + | 1871 წელს მან და [[წერეთელი გრიგოლ|გ. წერეთელმა]] თბილისში ჟურნალი „კრებული“ დააფუძნეს. 1873 თანამოაზრეებთან ერთად პარიზში პირველი ქართული ჰექტოგრაფიული გაზეთი „დროშა“ გამოსცა. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა, მხარში ამოუდგა „დროების“ ჯგუფს და განაგრძო დაწყებული ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1878 წლიდან რედაქტორობდა მის მიერვე თბილისში დაარსებულ რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „Обзор“-ს, რომელიც 1880 მთავრობამ დაუხურა, ხოლო თვითონ სტავროპოლში გადასახლებით დასაჯეს. 1887-1891 წლებში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Новое обозрение“-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“. 1894-1912 წლებში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. მომდევნო რამდენიმე წელი პეტროგრადში მოუწია ცხოვრება, სადაც შეესწრო 1917 წლის [[თებერვლის რევოლუცია|თებერვლის რევოლუცი]]ას. |
| − | ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის]] დელეგატი. ყრილობამ იგი [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო [[ბათუმის საზავო კონფერენცია]]ში. ბათუმში ქართველი დელეგატების [[გერმანია|გერმანიის]] დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის | + | ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის]] დელეგატი. ყრილობამ იგი [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო [[ბათუმის საზავო კონფერენცია]]ში. ბათუმში ქართველი დელეგატების [[გერმანია|გერმანიის]] დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა [[საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება|საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებ]]ა, რაშიც თვალსაჩინო წვლილი ნ. ნიკოლაძეს მიუძღვის. აქვე შეადგინა [[საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი]]ს ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ [[ჟორდანია ნოე|ნ. ჟორდანიას]] გადასცა. |
| − | 1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში. შემდეგ ა. ჩხენკელთან და სხვ. | + | 1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში. შემდეგ [[ჩხენკელი აკაკი|ა. ჩხენკელთან]] და სხვ. ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, გაემგზავრა ბერლინში გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე [[თამარ მეფის ორდენი]]თ დააჯილდოვა. 1919 შედიოდა [[პარიზის სამშვიდობო კონფერენცია 1919-20|პარიზის სამშვიდობო კონფერენცია]]ზე წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა [[საფრანგეთი|საფრანგეთის]] ვიზა ვერ მიიღო და სტამბოლიდან უკან, დაბრუნდა. |
| − | ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, გაემგზავრა ბერლინში გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე [[თამარ მეფის ორდენი]]თ დააჯილდოვა. 1919 | + | |
| − | შედიოდა პარიზის სამშვიდობო | + | |
| − | 1919 წლის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წლის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს [[ევროპა|ევროპაში]] საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. | + | 1919 წლის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წლის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს [[ევროპა|ევროპაში]] საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად. |
| − | საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაცისას ნ. ნიკოლაძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. იგი დარჩა დასავლეთ ევროპაში, სადაც მინდობილი ჰქონდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციონერო საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენლობა. | + | [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაცისას]] ნ. ნიკოლაძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. იგი დარჩა დასავლეთ ევროპაში, სადაც მინდობილი ჰქონდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციონერო საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენლობა. |
| − | 1922 მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. როცა საბჭოთა რეჟიმმა კონცესიების წესი დაუშვა, დიდი ინტერესით დაეძებდა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების გონივრული ექსპლუატაციისათვის. ცნობილი ამერიკელი მრეწველი [[ჰარიმანი ედვარდ|ჰარიმანი]] საქართველოში მისი რჩევით ჩამოვიდა. 1924 სამშობლოში დაბრუნდა. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|აგვისტოს აჯანყების]] წინააღმდეგი იყო და საქართველოს დამკომის წევრებსაც გამოსვლისაგან თავის შეკავებას ურჩევდა. 1925 მისი თაოსნობით თბილისში ჩამოყალიბდა ამხანაგობა „ქართული წიგნი“ (გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული და სხვ.). | + | 1922 მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. როცა საბჭოთა რეჟიმმა კონცესიების წესი დაუშვა, დიდი ინტერესით დაეძებდა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების გონივრული ექსპლუატაციისათვის. ცნობილი ამერიკელი მრეწველი [[ჰარიმანი ედვარდ|ჰარიმანი]] საქართველოში მისი რჩევით ჩამოვიდა. 1924 სამშობლოში დაბრუნდა. [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება|აგვისტოს აჯანყების]] წინააღმდეგი იყო და საქართველოს დამკომის წევრებსაც გამოსვლისაგან თავის შეკავებას ურჩევდა. 1925 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩამოყალიბდა ამხანაგობა „ქართული წიგნი“ (გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული და სხვ.). |
ცალკეულ წლებში იყენებდა ფსევდონიმებს: „ნიკიფორე გ.“, „სკანდელი“, „რიონელი“. მისი პუბლიკაციები გაბნეულია ათეულობით ქართულ, რუსულ თუ ფრანგულენოვან ჟურნალსა და გაზეთში. გამოქვეყნებულია ნ. ნიკოლაძის თხზულებათ 10 ტომი, ბევრი მისი ნააზრევი ჯერაც ელოდება გამოცემას. დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა და მრავალი სხვა საქვეყნო პრაქტიკული საქმე. ჰყავდა მეუღლე - ოლგა გურამიშვილი და შვილები გიორგი, რუსუდანი და თამარი. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. | ცალკეულ წლებში იყენებდა ფსევდონიმებს: „ნიკიფორე გ.“, „სკანდელი“, „რიონელი“. მისი პუბლიკაციები გაბნეულია ათეულობით ქართულ, რუსულ თუ ფრანგულენოვან ჟურნალსა და გაზეთში. გამოქვეყნებულია ნ. ნიკოლაძის თხზულებათ 10 ტომი, ბევრი მისი ნააზრევი ჯერაც ელოდება გამოცემას. დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა და მრავალი სხვა საქვეყნო პრაქტიკული საქმე. ჰყავდა მეუღლე - ოლგა გურამიშვილი და შვილები გიორგი, რუსუდანი და თამარი. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. | ||
| ხაზი 44: | ხაზი 41: | ||
[[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]] | [[კატეგორია: ქართველი პუბლიცისტები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]] | [[კატეგორია:საქართველოს საზოგადო მოღვაწეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]] | ||
[[კატეგორია:ნიკოლაძეები]] | [[კატეგორია:ნიკოლაძეები]] | ||
[[კატეგორია:თერგდალეულები]] | [[კატეგორია:თერგდალეულები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | [[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]] | ||
14:00, 17 აპრილი 2019-ის ვერსია
ნიკოლაძე ნიკო იაკობის ძე - (27.IX.1843, ქუთაისი - 1.IV.1928, თბილისი), დიდი ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თერგდალეულთა ბრწყინვალე წარმომადგენელი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და 1861 წელს სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე განაგრძო. სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს და კრონშტადტის ციხეში ჩასვეს. საპატიმროდან განთავისუფლებული უნივერსიტეტს ჩამოაშორეს, პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს და საქართველოში გამოისტუმრეს. მონაწილეობდა საქართველოში მიმდინარე ძველ და ახალ თაობათა (მამათა და შვილთა) შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში.
1864 საფრანგეთში გაემგზავრა და სორბონის უნივერსიტეტში ჩაირიცხა. სწავლობდა ჟენევაშიც, დასრულებით კი 1868 წელს ციურიხის უნივერსიტეტი დაასრულა. იქვე ნაშრომისათვის „განიარაღება და მისი ეკონომიკურ-სოციალური მნიშვნელობა“ სამართლის დოქტორის კვალიფიკაცია მიიღო. პირველი წერილი ჯერ კიდევ გიმნაზიის მოწაფემ გაზეთ „ცისკარში“ გამოაქვეყნა, პეტერბურგში ნ. ნეკრასოვისა და ნ. ჩერნიშევსკის ჟურნალ „Современник“-თან, ხოლო ევროპაში ა. გერცენისა და ნ. ოგარიოვის გაზეთ „Колокол“-თან თანამშრომლობდა. 1868 რუს ემიგრანტ ლ. მეჩნიკოვთან ერთად ციურიხში სათავეში ედგა ჟურნალ „Современность“-ს. ამავე წელს მან და მ. ელპიდინმა გამოსცეს ნ. ჩერნიშევსკის თხზულებათა პირველი ტომი. მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გადასახლებიდან ნ. ჩერნიშევსკის განთავისუფლებაში. ლონდონში ყოფნისას პ. ლაფარგის მეშვეობით შეხვდა და გაეცნო კ. მარქსს, რომელსაც მისთვის კავკასიაში I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა შეუთავაზებია. ნიკო ნიკოლაძემ ეს წინადადება არ მიიღო.
1871 წელს მან და გ. წერეთელმა თბილისში ჟურნალი „კრებული“ დააფუძნეს. 1873 თანამოაზრეებთან ერთად პარიზში პირველი ქართული ჰექტოგრაფიული გაზეთი „დროშა“ გამოსცა. იმავე წელს სამშობლოში დაბრუნდა, მხარში ამოუდგა „დროების“ ჯგუფს და განაგრძო დაწყებული ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობა. 1878 წლიდან რედაქტორობდა მის მიერვე თბილისში დაარსებულ რუსულენოვან ყოველდღიურ გაზეთ „Обзор“-ს, რომელიც 1880 მთავრობამ დაუხურა, ხოლო თვითონ სტავროპოლში გადასახლებით დასაჯეს. 1887-1891 წლებში სათავეში ედგა თბილისში გამომავალ რუსულენოვან გაზეთ „Новое обозрение“-ს, შემდეგ გამოსცემდა ჟურნალ „მოამბეს“. 1894-1912 წლებში იყო ფოთის ქალაქის თავი და დიდი ღვაწლი დასდო პორტისა და ქალაქის მოდერნიზაციას. მომდევნო რამდენიმე წელი პეტროგრადში მოუწია ცხოვრება, სადაც შეესწრო 1917 წლის თებერვლის რევოლუციას.
ნ. ნიკოლაძე იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1917 წლის ივნისში ედპ-ის პირველ ყრილობაზე ყრილობის საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს. 1917 წლის ნოემბერში იყო საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის დელეგატი. ყრილობამ იგი ეროვნული საბჭოს შემადგენლობაში, საბჭომ კი თავისი აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად აირჩია. 1918 წლის მაისში, როგორც ამიერკავკასიის დელეგაციის წევრმა, მონაწილეობა მიიღო ბათუმის საზავო კონფერენციაში. ბათუმში ქართველი დელეგატების გერმანიის დელეგაციასთან დაახლოებამ დააჩქარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება, რაშიც თვალსაჩინო წვლილი ნ. ნიკოლაძეს მიუძღვის. აქვე შეადგინა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც ბათუმში ჩასულ ნ. ჟორდანიას გადასცა.
1918 წლის 27-28 მაისს ჩართული იყო საქართველოსა და გერმანიას შორის ფოთის დროებითი შეთანხმების გაფორმებაში. შემდეგ ა. ჩხენკელთან და სხვ. ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელით, გაემგზავრა ბერლინში გერმანიის მთავრობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. სამშობლოს თავისუფლებისათვის გაწეული ღვაწლისათვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა ნ. ნიკოლაძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვა. 1919 შედიოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე წარგზავნილი საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა საფრანგეთის ვიზა ვერ მიიღო და სტამბოლიდან უკან, დაბრუნდა.
1919 წლის თებერვალში, ედპ-ს სიით, აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატად, იყო კრების გზათა კომისიის წევრი. 1920 წლის აპრილში დეპუტატობისაგან განთავისუფლდა, რადგან მიავლინეს ევროპაში საქართველოს ეკონომიკური მისიის წევრად.
საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაცისას ნ. ნიკოლაძე საზღვარგარეთ იმყოფებოდა. იგი დარჩა დასავლეთ ევროპაში, სადაც მინდობილი ჰქონდა ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციონერო საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენლობა.
1922 მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. როცა საბჭოთა რეჟიმმა კონცესიების წესი დაუშვა, დიდი ინტერესით დაეძებდა უცხოელ ინვესტორებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების გონივრული ექსპლუატაციისათვის. ცნობილი ამერიკელი მრეწველი ჰარიმანი საქართველოში მისი რჩევით ჩამოვიდა. 1924 სამშობლოში დაბრუნდა. აგვისტოს აჯანყების წინააღმდეგი იყო და საქართველოს დამკომის წევრებსაც გამოსვლისაგან თავის შეკავებას ურჩევდა. 1925 წელს მისი თაოსნობით თბილისში ჩამოყალიბდა ამხანაგობა „ქართული წიგნი“ (გამოსცა ი. ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებული და სხვ.).
ცალკეულ წლებში იყენებდა ფსევდონიმებს: „ნიკიფორე გ.“, „სკანდელი“, „რიონელი“. მისი პუბლიკაციები გაბნეულია ათეულობით ქართულ, რუსულ თუ ფრანგულენოვან ჟურნალსა და გაზეთში. გამოქვეყნებულია ნ. ნიკოლაძის თხზულებათ 10 ტომი, ბევრი მისი ნააზრევი ჯერაც ელოდება გამოცემას. დიდი როლი შეასრულა ქართული ლიტერატურის კრიტიკის განვითარებაში. მის სახელთანაა დაკავშირებული ფოთი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა და მრავალი სხვა საქვეყნო პრაქტიკული საქმე. ჰყავდა მეუღლე - ოლგა გურამიშვილი და შვილები გიორგი, რუსუდანი და თამარი. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში.
- ოთარ ჯანელიძე
თხზულებები
ნ. ნიკოლაძე, თხზულებანი ათ ტომად, 1960-1980-ანი წწ.
ლიტერატურა
- ა. ბაქრაძე, ნიკო ნიკოლაძე, თბ.;
- ო. ჯანელიძე, ნიკო ნიკოლაძე (ბიოგრაფიიდან ამოხეული ფურცლები), თბ., 1999;
- ო. ჯანელიძე, უკანასკნელი თერგდალეული, თბ., 2010.
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი