საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკო- ნომიკური ურთიერ...)

15:13, 25 აპრილი 2019-ის ვერსია

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკო- ნომიკური ურთიერთობანი დიდ ბრიტანეთთან - სა- ქართველოს ეკონომიკურ ურთიერთიერთო- ბებს დიდ ბრიტანეთთან საფუძველი ჩაეყარა I მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. ინგლი- სის ჯარის საქართველოში შემოსვლის შემდეგ, 1919 წ-ის 15 თებერვალს, შედგა საუბარი მათ სარდალ უოკერსა და ნ. ჟორდანიას შორის. კი- თხვაზე, თუ რა დახმარებას უნდა მოელოდეს საქართველო ბრიტანეთისგან, უოკერმა ასე უპასუხა: „მივაქციე ყურადღება თქვენი რეს- პუბლიკის ფინანსურ მდგომარეობას, მაგრამ ვინაიდან იგი მჭიდროდაა დაკავშირებული რკინიგზის საქმესთან, ინგლისი ვერ დააფი- ნანსებს ქვეყნებს, სადაც ეს საქმე უზრუნვე- ლყოფილი არ იქნება. რაც შეეხება კერძო კა-პიტალის მოდენას, თქვენში არსებული სოცი- 375 ალიზაციის პირობებში მოკავშირეთა კაპიტა- ლი აქ ვერ მოვა“. ნ. ჟორდანიამ აღნიშნა, რომ საქართველოში არ ხდებოდა სამრეწველო და სავაჭრო საწარმოთა სოციალიზაცია, რაზე- დაც უოკერმა ეჭვი გამოთქვა. ჟორდანიამ უპა- სუხა: „ეს რომ ასე არ იყოს, ჩვენ ბოლშევიკები ვიქნებოდით“. 4 სექტემბერს ე. გეგეჭკორმაც განუცხადა ბრიტანეთის წარმომადგენელს, ო. უორდროპს: „საქართველოს მთავრობას შეგნებული აქვს, რომ ის უნდა ეყრდნობოდეს რომელიმე მტკიცე სახელმწიფოს ორგანიზმს და ამ შეგნებამ გვიკარნახა გარკვეული ორი- ენტაცია ინგლისზე... საქართველო თხოვს დახმარებას ინგლისს და სურს იცოდეს, რას მოისურვებს ინგლისი სანაცვლოდ“. ინგლისე- ლებმა საქართველოს რკინიგზაზე კონტროლი დააწესეს და ბათუმის ოლქი საკუთარ საგენე- რალ-გუბერნატოროდ აქციეს, რამაც ქართვე- ლობა მათ წინააღმდეგ განაწყო.

მართალია, ბრიტანეთის ხელისუფლების დაინტერესება საქართველოს ბუნებრივი რე- სურსებით, სტრატეგიული სახმელეთო თუ საზღვაო სატრანსპორტო კომუნიკაციებით და ა. შ. დიდი იყო, მაგრამ მნიშვნელოვანმა მიზე- ზებმა ის აიძულა, ეკონომიკურ მისწრაფებათა პრაქტიკულ განხორციელებაზე უარი ეთქვა. იმხანად, ბრიტანეთის მთავრობა დაკავებუ- ლი იყო მსოფლიო ომის შემდგომი მოწყობისა და საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის განმტკიცების კარდინალური საკითხებით. მისი ყურადღება და ფინანსური შესაძლებ- ლობები მიმართული იყო „რუსეთის საკითხის“ მოწესრიგებისაკენ. ამ ფუნდამენტური საკი- თხების გვერდით „საქართველოს საკითხი“ აქტუალობას კარგავდა. ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა შეეცადა, რომ დასა- ვლეთ ევროპის სახელმწიფოებში და მათ შო- რის დიდ ბრიტანეთში მოეპოვებინა კრედიტი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით. 1920 წ-ის მარტში საქართველოდან გაგზავნილმა სამთავრობო მისიამ, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: კ. კანდელა- კი (ხელმძღვანელი), ფ. გოგიჩაიშვილი (სა- ხელმწიფო კონტროლიორი), ნ. ნიკოლაძე, ზ. ავალიშვილი და მ. სუმბათაშვილი, ევროპაში დიდხანს დაჰყო. მათ მიერ გაფორმებულ ხელ- შეკრულებებს შორის განსაკუთრებით მნიშ- ვნელოვანი იყო დიდი ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის ბანკთან დადებული ხელშეკრულება მოკლევადიანი (5-წლიანი) სესხის თაობაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს ნაღდ ანგარიშზე უნდა გადასცემოდა კრედიტი 1,5 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით. ამ თანხით, რომელიც იმხანად 27 მილიარდ ქართულ მანეთს შეადგენდა, შესაძლებელი იყო საქართველოს ბონისა და ჩვენი ქვეყნის წილად დაბეჭდილი ამიერკავკასიის კომისა- რიატის ბონის აბსოლუტური რაოდენობის გამოსყიდვა და პლუს დაფარვა 1 წლის სახელ- მწიფო ბიუჯეტისა, რომელიც 1920-1921 წწ-ის ხარჯთაღრიცხვის პროექტით 8 მილიარდ 552 მილიონ ქართულ მანეთს უდრიდა. ცნობას ამ ხელშეკრულების დადების შესახებ ქართული ვალუტის კურსის გამყარება მოჰყვა. გირვანქა სტერლინგის ღირებულება 1920 წ-ის ბოლოს შეადგენდა 18,000 ქართულ მანეთს, 1921 წ-ის დამდეგს კი მისი ფასი 11,000 მანეთამდე დაე- ცა. საბოლოოდ, ამ ხელშეკრულების რეალიზა- ციას ხელი შეუშალა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციამ.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

კ. კანდელაკი, საქართველოს ეროვნული მეურნეობა, წიგნი II, დამოუკიდებელი საქართველო. მისი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, პარიზი, 1960; ნ. ჟორდანია, ჩემი წარსული, თბ., 1990; რ. ცუხიშვილი, ინგლის-საქართველოს ურთიერთობა 1918-1921 წწ., თბ., 1995; ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, თბ., 1996.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები