ჩიქავა ალექსანდრე
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== | ||
| − | ი. ხვადაგიანი, დამფუძნებელი კრება, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016; | + | * ი. ხვადაგიანი, დამფუძნებელი კრება, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016; |
| − | სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108; | + | * სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108; |
| − | ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52 | + | * ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52 |
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
| − | [http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00008061/ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები] | + | * [http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/00008061/ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები] |
| − | [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012120/ ბიოგრაფიული ლექსიკონი] | + | * [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00012120/ ბიოგრაფიული ლექსიკონი] |
==წყარო== | ==წყარო== | ||
13:31, 14 მაისი 2019-ის ვერსია
ჩიქავა ალექსანდრე ხიტუს ძე - (დ. - 1882, სოფ. შამგონა, ზუგდიდის მაზრა - დ. - 1.IX.1924) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.
სარჩევი |
ბიოგრაფია
დაიბადა აზნაურის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელი. წლების განმავლობაში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, მუშაობდა მასწავლებლად. 1905 წელს შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკურ ფრაქციას. პოლიტიკური საქმიანობის გამო სამჯერ დააპატიმრეს. თებერვლის რევოლუციამდე ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში. იყო პარტიის სამაზრო კომიტეტის წევრი.
დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ საქმიანობას, დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა გლეხთა შორის. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად. იყო თვითმმართველობის კომისიის წევრი. რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მონაწილეობდა ანტისაბჭოთა საქმიანობაში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიურ ფაკულტეტზე. 1924 წლის აპრილში დააპატიმრეს. მისივე განცხადებით 1921 წლიდან ჩამოშორებული იყო პოლიტიკურ საქმიანობას და არცერთ პარტიას არ მიეკუთვნებოდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ დაპატიმრებულს დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. დახვრიტეს თბილისში.
- ირაკლი ირემაძე
ლიტერატურა
- ი. ხვადაგიანი, დამფუძნებელი კრება, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
- სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
- ფ. 1834, აღწ. 2, საქ. 52
იხილე აგრეთვე
წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი