არქონ პოლემარქოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არქონ პოლემარქოსი“ გადაიტანა გვერდზე „არქონტ პოლემარქოსი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „არქონტ პოლემარქოსი“ გადაიტანა გვერდზე „არქონ პოლემარქოსი“ გა...)

13:46, 21 მაისი 2019-ის ვერსია

არქონ/არქონტ პოლემარქოსი - (άρχων πολέμαρχος), სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირი ძველ საბერძნეთში. ერთ-ერთი ცხრა არქონთაგან.

არქონ პოლემარქოსი თავის მოვალეობას ერთი წლის მანძილზე ასრულებდა. მისი სახელწოდება ცხადყოფს, რომ პოლემარქოსის თავდაპირველი მოვალეობა ჯარის მთავარსარდლობა იყო. პოლემარქოსის თანამდებობა უმთავრესად იმიტომ შეიქმნა, რომ მეფისათვის ჯარის მთავარსარდლობა ჩამოერთმიათ. პოლემარქოსი კალიმაქოსი მარათონის ბრძოლისას ათენელთა წინამძღოლი უნდა ყოფილიყო (თუმცა ჰეროდოტეს გადმოცემა (ჰეროდოტე, VI) არის ბუნდოვანი და სხვადასხვანაირად ინტერპრეტირებული). მას შემდეგ, რაც ძვ. წ. 487/6 წლიდან მოყოლებული ამა თუ იმ პირის არქონ პოლემარქოსად დანიშვნა წილის ყრით დაიწყეს, ჯარის მთავარსარდლობა სტრატეგოსებს გადასცეს, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა პოლემარქოსად დანიშნული ადამიანი კომპეტენტური სამხედრო ხელმძღვანელი ვერ იქნებოდა (არჩევნები კენჭისყრით).


წყარო

დემოკრატიული ტენდენციები: ანტიკური სამყარო და საქართველო (ენციკლოპედიური ცნობარი), რედაქტორი ქეთევან აბესაძე, თბილისი, 2012.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები