ლურჯი მხედარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლურჯი მხედრის მონაწილეები)
(წყარო)
ხაზი 26: ხაზი 26:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე]]
 
[[ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე]]
[[კატეგორია:ექსპრესიონიზმი]]
+
[[კატეგორია:ექსპრესიონიზმი ხელოვნებაში]]
 
[[კატეგორია:მხატვართა გაერთიანებები]]
 
[[კატეგორია:მხატვართა გაერთიანებები]]

17:14, 22 მაისი 2019-ის ვერსია

ფრანც მარკი. დიდი, ლურჯი ცხენები, 1911; ტილო, ზეთი, 1.05X1.81 მ. უოკერის ხელოვნების ცენტრი, მინეაპოლისი. საჩუქარი თ.ბ. უოკერის კოლექციიდან, გილბერთ მ. უოლტერის ფონდი, 1942

ლურჯი მხედარიDer Blauer Reiter . რუსმა მხატვარმა ვასილი კანდინსკიმ (Vassily Kandinsky, 1866-1944) და გერმანელმა ფრანც მარკმა (Franz Marc, 1880-1916) მიუნხენში არტისტული გაერთიანება Der Blauer Reiter (ლურჯი მხედარი) ჩამოყალიბეს. გაერთიანებას სახელი მოსკოვის გერბზე გამოსახული, ცნობილი ლურჯი რაინდის - წმინდა გიორგის საპატივცემულოდ ეწოდა. წმინდა გიორგი სულიერად მიუძღვოდა საზოგადოებას, ლურჯი მხედარი კი მის მსგავსად, სახელოვნებო სივრცის სულიერი წინამძღოლი უნდა გამხდარიყო. გაერთიანების პირველი გამოფენა 1911 წლის დეკემბერში გაიმართა და მასში თოთხმეტმა მხატვარმა მიიღო მონაწილეობა. მათი ნამუშევრების სტილური დიაპაზონი ძალზე ფართო იყო - რეალიზმიდან-რადიკალურ აბსტრაქციონიზმამდე.

1911 წლისთვის მარკი ადამიანებზე ხშირად ცხოველებს ხატავდა. მათი დიდი, მძლავი ფორმები ძირითად ფერებში იყო გამოსახული. ის თვლიდა, რომ ცხოველები ადამიანებზე უფრო „პრიმიტიულები“, შესაბამისად კი უფრო სუფთანი იყვნენ და ბუნებასთან უფრო მეტად ჰქონდათ შენარჩუნებული სულიერი კავშირი. სურათში დიდი ლურჯი ცხენები ერთგვაროვან მთლიანობად წარმოდგენილი ლურჯი ცხოველები წმ. გიორგიზე მიგვანიშნებენ და ბუნებრივი სულიერების სიმბოლოდ გვევლინებიან.

ფიგურების ფართო კონტურები უკანა პლანზე გამოსახული მთების რკალისებრ ნახატს ეხმიანება და ცხოველების ერთმანეთთან და გარემომცველ ბუნებასთან თანაარსებობის ჰარმონიულობას ასახავს.

ლურჯი მხედრის მონაწილეები

  • ვასილი კანდინსკი;
  • ფრანც მარკი;
  • პაულ კლეე;
  • ავგუსტ მაკე;
  • ალფრედ კუბინი;
  • მარინა ვერიოვკინა;
  • გაბრიელა მიუნტერი;
  • მოსე კოგანი;
  • ალექსანდრე იავლენსკი;
  • არნოლდ შონბერგი;
  • ნატალია გონჩაროვა;
  • ლიონელ ფეინინგერი;
  • ჰენრიჰ კაპენდოკი;
  • დავიდ ბურლიუკი;
  • ალბერტ ბლოხი;
  • კლოტილდა ფონ დერპი.

წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები