დანიელიანი აიკანუშ
ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურიატები]] | ||
[[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | [[კატეგორია:საოპერო მომღერლები]] | ||
+ | [[კატეგორია:თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები]] |
12:03, 23 მაისი 2019-ის ვერსია
დანიელიანი აიკანუშ ბაღდასარის ასული - (3 (15). XII. 1893, თბილისი, – 19. IV. 1958, ერევანი), სომეხი მომღერალი (ლირიკულ-კოლორატურული სოპრანო), სსრკ. სახალხო არტისტი (1939), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1946).
1920 დაამთავრა პეტროგრადის კონსერვატორია 1922-32 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, 1933-48-ერევნისა. 1943-51 ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი (1949-იდან პროფესორი). პარტიები: ეთერი, ლატავრა (ზ. ფალიაშვილი „აბესალომ და ეთერი“ და „ლატავრა“), ამ უკანასკნელის პირველი შემსრულებელი, (1928); ანუში (ტიგრანიანის „ანუში“), ოლიმპია (ჩუხაჯიანის „არშაკ II“), ანტონიდა (გლინკას „სიცოცხლე მეფისათვის“) და სხვ. გამოდიოდა აგრეთვე როგორც საკონცერტო მომღერალი. იყო დ. არაყიშვილის რომანსების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")