ქათამი მეგრულა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
[[კატეგორია:ქართული ქათმის ჯიშები]]
 
[[კატეგორია:ქართული ქათმის ჯიშები]]
[[კატეგორია:მეფრინველეობა]]
 

14:59, 23 მაისი 2019-ის ვერსია

ქართული მამალი მეგრულა

ქათამი მეგრულა - ქართული ქათამი მეგრულა უძველესი ადგილობრივი ქათმის ჯიშია, მისი წარმოშობა დღემდე უცნობია. ყველაზე მეტად გავრცელებულია სამეგრელოს რეგიონში.

მეგრულა ტიპიური საერთო გამორგების ჯიშია. მიეკუთვნება მეკვერცხულ-მეხორცეული თვისებების მქოინე ქათმის ტიპს. საშუალოდ, 170 დღეში აღწევს სქესობრივ სიმწიფეს. დედლების ცოცხალი მასა 1,4 - 1,6, ხოლო მამლების 2,1 - 2,4 კილოგრამია. საშუალო კვერცხმდებლობა 160-165 ცალია, კვერცხის მასა 53-დან 59 გრამამდეა.

მეგრულას კვერცხს ახასიათებს მაღალი საინკუბაციო თვისებები, წიწილები სწრაფად იზრდება და დასაკლავ ასაკს 3-4 თვის ასაკში აღწევს. როგორც მოზარდის, ასაევე ზრდასული ფრინველისათვის დამახასიათებელია ხორცის მაღალი საგემოვნო თვისებები, რაც გამოწვეულია იმით, რომ ცხიმის დაგროვება ხდება არა მარტო კანქვეშ და მუცლის ღრუში, არამედ კუნთებს შორის, რაც არ ახასიათებს სხვა კულტურულ ჯიშებს და კროსებს. სხვა კულტურული ჯიშებისგან განსხვავებით, მის კვერცხში მაღალია ლიზინის, ლეიცინისა და იზოლეიცინის შემცველობა, რაც განაპირობებს მის მაღალ საინკუბაციო და საგემოვნო თვისებებს.



წყარო

პური ჩვენი არსობისა: წიგნი I/ სოფლის მეურნეობა/,-ავტ: თამაზ კუნჭულია, შოთა კიკალიშვილი თბილისი: პალიტრა L, -2016

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები