მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალები
(ახალი გვერდი: '''მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალებ...) |
(→წყარო) |
||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | [[ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:სახეობათაშორისი სამხედრო შენაერთები]] |
| + | [[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 11:30, 24 მაისი 2019 მდგომარეობით
მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალები – მრავალეროვნული სახეობათაშორისი შენაერთი, რომელიც შექმნილია განსაკუთრებულ სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში სამოქმედოდ. იგი მრავალეროვნული სახეობათაშორისი მართვის სისტემას და ოპერატიულ დაქვემდებარებას მოითხოვს; მისი საორგანიზაციო სტრუქტურა დასმული ამოცანის შესაბამისად განისაზღვრება.
მრავალეროვნული გაერთიანებული ოპერატიულ-ტაქტიკური ძალების კონცეფციის განხილვის საკითხი დღის წესრიგში დადგა 1994 წლის ბრიუსელის უმაღლესი დონის შეხვედრაზე. ის ითვალისწინებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დასავლეთ-ევროპული კავშირის ქვეყნების შეიარაღებული ძალების ერთობლივ გამოყენებას ფართო მასშტაბის ოპერაციების განსახორციელებლად. ამასთან დგება ამოცანა, რათა შეიქმნას განცალკევებული, მაგრამ არა ცალკეული შეიარაღებული ძალები და საშუალებები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება როგორც ნატოს, ასევე იმ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც არ შედიან ჩრდილოატლანტიკურ კავშირში.