დედაფუტკარა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
[[კატეგორია:ტუჩოსნები]] | [[კატეგორია:ტუჩოსნები]] | ||
[[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
11:39, 24 მაისი 2019-ის ვერსია
დედაფუტკარა – (Stachys atherocalyx K. Koch); ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო სწორია ან წამოწეული, 80 სმ-მდე სიმაღლის, დატოტვილი, მოფენილი მეჩხერი ბეწვით. ღეროსეული ქვედა და შუა ფოთლები მოგრძო-ელიფსურია ან მოგრძო-ლანცეტა; კიდეებზე ხერხკბილა ან ზოგჯერ კიდემთლიანი, შებუსული გვირგვინი მოთეთროა, მის ზედა ტუჩს გასდევს მკვეთრად გამოსახული მეწამული ზოლი, ქვედა ტუჩს მოწითალო ლაქა აქვს. ყვ. ნაყ. V-VIII. იზრდება მშრალ, ბალახოვან და ღორღიან ფერდობებზე, ბუჩქნარებსა და ტყის პირას მთის ქვედა და შუა სარტყლებში, ზოგჯერ ადის სუბალპურამდეც. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ქალაქების – თელავისა და გურჯაანის – მიდამოებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.