Ajuga comata Stapf
(ახალი გვერდი: Ajuga comata Stapf. '''Ajuga comata Stapf.''' = Ajuga chamaepitys subsp. Chia [Schreb.] Arcang. ო...) |
(→წყარო) |
||
ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ტუჩოსნები]] | [[კატეგორია:ტუჩოსნები]] | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
− | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] |
11:48, 24 მაისი 2019-ის ვერსია
Ajuga comata Stapf. = Ajuga chamaepitys subsp. Chia [Schreb.] Arcang. ოჯახი: ტუჩოსნები (Lamiaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარე ან ნახევრად ბუჩქია. ღერო წამოწეულია, სწორად მდგომი ან გართხმული, ძირში დატოტვილი, 8-40 სმ სიგრძის. შებუსულია კანზე მჭიდროდ მიკრული ბეწვით. ზოგჯერ ღერო გაფარჩხული მეჩხერი ბეწვითაც არის დაფარული. ღეროსეული ფოთლები სამნაკვთიანია. ნაკვთები მთლიანია, ხაზური, 15-35 მმ სიგრძისა და 1.5-3 მმ სიგანის. ქვედა ფოთლები მეტწილად მთლიანია, მოგრძო ნიჩბისებური ან წვერზე სამნაკვთიანი. ყვავილები ფოთლის უბეებში სხედან 2-ყვავილიან ჩხროებად. გვირგვინი ლიმონისფერ-ყვითელია, მეწამულზოლებიანი მილითა და დაწინწკლული ქვედა ტუჩით. ყვავილი გარედან ბუსუსიანია. ყვ. ნაყ. VI-IX. კახეთის რეგიონში ეს სახეობა არცთუ ისე ხშირია და გვხვდება მშრალ, ქვიან ფერდობებზე, ბუჩქნარებში, ტყის პირას, მინდვრებში და, იშვიათად, ნათესებში. შესაძლებელია ნახვა სოფელ უდაბნოსა და უჯარმის მიდამოებში.