ბირკავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ვარდისებრნი]] | [[კატეგორია:ვარდისებრნი]] | ||
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | [[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]] | ||
| − | [[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]] | + | [[კატეგორია:მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეები]] |
11:51, 24 მაისი 2019-ის ვერსია
ბირკავა – (Agrimonia eupatoria L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 30-100 სმ სიმაღლის, მსხვილი, მეტწილად მოკლე. ღერო მარტივია ან მცირდ დატოტვილი. ფოთლები რთულია, წყვეტილკენტფრთისებური. ყვავილედი თავთავისებური მტევანია, გრძელი – 10-30 სმ სიგრძის; ყვავილები მოკლეყუნწიანია. გვირგვინის ფურცლები კვერცხისებურ-ლანცეტაა, ყვითელი ფერის. ყვ. ნაყ. V-IX. იზრდება მეჩხერ ტყეებში, ტყის პირას, ბუჩქნარებში, ნათესებში, ტყის მდელოებსა და ბალახოვან ფერდობებზე, მთის შუა სარტყლამდე. კახეთში მისი ნახავა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.